• რეკლამა
  • კონტაქტი
15:13, ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “შენ ხარ პუტინისტი და თქვენ ხართ ფაშისტები”, “შენ ხარ დაფინანსებული…” – ერეკლე შონია და გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
01:17 03-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,440

რუსთავი2-ის ეთერში, პრაიმ-თაიმში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ უფოლოგი ერეკლო შონია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე.

ერეკლე შონია:

-სახელმწიფოები იმართებიან ისე, რომ ესენი განსაზღვრავენ დღევანდელ მდგომარეობას და სამომავლო მდგომარეობას და ყველაფერი იმართება ინფორმაციის ნაკადებით. როცა ნაჭერ-ნაჭერ ვხედავთ, იქ ვმოქმედებთ სიმპტომატურად. ასე იმართებოდა სახელმწიფო ორი წელი, როგორც დაიწყო ეს სიტუაცია პანდემიასთან დაკავშირებული. პანდემია არ არის ერთი, რაც დაკავშირებულია გამღიზიანებელთან, ეს არის ინფორმაციული წნეხი, ეს არის ასევე ფარმაკოლოგიური მაფია, რომელსაც ეს ბატონი წარმოადგენს…

გიორგი ფხაკაძე:

-შენ ხარ პუტინისტი და თქვენ ხართ ფაშისტები. თქვენ არაფრით ხარეთ განსხვავებულნი პუტინსიტებისგან. რუსები ბომბავენ უკრაინას და თქვენ ხართ იგივე ფაშისტები,

ერეკლე შონია:

-შენცა ხარ გარეული ბევრ რაღაცაში.

გიორგი ფხაკაძე:

-შენ ხარ დაფინანსებული…

ერეკლე შონია:

-დაფინანსებული ვინ არის ზემოთ, ღმერთთან გაირკვევა.

გიორგი ფხაკაძე:

-ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ ამოღებულნი საინფორმაციო სივრციდან.

ერეკლე შონია:

-გიორგი შენ ცოტა ხანში მოგეკითხება,

გიორგი ფხაკაძე:

-თქვენ ხართ მართულები რუსეთის მიერ, თქვენ, ყველანი ვინც ხართ ანტივაქსერები, ამოწყვიტეთ ქართველები იარაღის გარეშე.

ერეკლე შონია:

-ცოტა ხნის წინ რომ გინდოდა ჩამოსვლა და მინისტრად გინდოდა და არ გამოგივიდა…

გიორგი ფხაკაძე:

-თქვენ ხართ მკვლელები, რატომ გეძახიან ტელევიზიებში ასეთ ადამიანებს?

ერეკლე შონია:

-შენ რატომ გეძახიან, გინდა სიმართლე?

გიორგი ფხაკაძე:

-შენ უნდა იყო ციხეში… თქვენ ხართ ფაშისტები.

ერეკლე შონია:

-იმიტომ გეძახიან ტელევიზიაში, საინფორმაციო სივრცე რომ დაიკეტა მეცნიერებისთვის, მკვლევარებისთვის…. 2 წელი იყო დაკეტილი ეს აზრი… ვერავინ გამოდიოდა ტელევიზორში 2 წელი, ვისაც ალტერნატიული აზრი ქონდა. თქვენ ყველანი ხართ მსხვერპლი პროპაგანდის… 2 წელი მხოლოდ მთავრობას უსმენთ.

გიორგი ფხაკაძე:

-თქვენ ხართ მოღალატეები.

თამარ გომართელი:

-ამ ქვეყანაზე არ ხარ? 16 000 ადამიანია მკვდარი 3 მილიონიან ქვეყანაში და ამ სტატისტიკაშია მამაჩემი… საყოველთაო გამოშტერება გვჭირს.

ერეკლე შონია:

-ვინ დაკეტა მერე საავადმყოფოები? ვის გამოა მკვდარი?

თამარ გომართელი:

-დღეს ხალხი, რომლებიც ფარისგან განვსხვავდებით, ვსაუბრობთ 2 წლის მერე იმაზე, რადგან გაგვიქმეს რეგულაცია, უნდა ავიცრათ, თუ არა, რომ გადავარჩინოთ მამათქვენის სიცოცხლე. ეს უფრო დიდი პანდემიაა. ეს უფრო მძიმე დიაგნოზია.

ერეკლე შონია:

-რატომ მოკვდნენ, გამოიკვლიეთ? ამ ფონზე თამუნა არის ბრმა იარაღი.

თამარ გომართელი:

-მიმიფურთხებია იმ ვაქცინის შემადგენლობისთვის, თუ ვიცი, რომ მამამისის სიცოცხლეს დაიცავს… მგონია, რომ დაცლილია ადამიანური გონისგან, ადამიანი, რომელიც კიდევ იმასზე საუბრობს, მოკვდნენ თუ არა ჩვენიანების მშობლები…

 

 

http://

თეგები: გიორგი ფხაკაძეერეკლე შონია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?
ახალი ამბები

საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?

20:51 12-17-2025
აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!
ახალი ამბები

აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!

19:26 12-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved