საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატ ერიკ ზემურს რუსეთზე სანქციების მოხსნის მოწოდების გამო, თავზე კვერცხი დაახალეს.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება.
მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია”.
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. მათ შორის არიან ბავშვები. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი. განადგურებულია ინფრასტრუქტურა.
რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო აშშ-მა, ევროკავშირის ქვეყნებმა, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.














კომენტარები