• რეკლამა
  • კონტაქტი
01:37, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – სად ეძებს რუსეთი “იაპონჩიკის” მკვლელებს? – “მათი ვინაობა დადგენილია”

ალია ავტორი - ალია
15:51 01-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დადგენილია „იაპონჩიკის“ სახელით ცნობილი „კანონიერი ქურდის“ ვიაჩესლავ ივანკოვის დაკვეთილი მკვლელობის შემსრულებელთა ვინაობა.

საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ეს პირები არიან რუსეთის და „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ასტამურ ბუთბა და ნუგზარ პაპავა. რუსი გამომძიებლების ვერსიით, 2009 წლის ივლისში, მოსკოვის ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსულ ივანკოვს სატვირთო ავტომანქანიდან ბუთბამ ესროლა, პაპავა კი მეორე ავტომობილში იმყოფებოდა და მკვლელის უკან დახევას უზრუნველყოფდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, „იაპონჩიკის“ მკვლელობის შემდეგ ასტამურ ბუთბა და ნუგზარ პაპავა აფხაზეთში დაბრუნდნენ და დღესაც იქ იმყოფებიან. ძებნილ ბუთბას და პაპავას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ბრალდებულების რუსეთში ექსტრადიციის მიზნით.

გამოძიების ვერსიით, „იაპონჩიკის“ მკვლელობა დაუკვეთა „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“ ილია სიმონიამ, რომელსაც „კანონიერი ქურდის ტიტული“ წლების წინ ჩამოართვეს “კანონიერმა ქურდებმა” ვიაჩესლავ ივანკოვმა და ასლან უსოიანმა. უსოიანი 2013 წელს მოკლეს.

ვიდეოს “ტვ პირველი” ავრცელებს:

თეგები: კრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved