• რეკლამა
  • კონტაქტი
11:29, ორშაბათი, 27 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “რუსეთი ტყუოდა” – რა შეიარაღებას იყენებს უკრაინა ომში და რა მითები არსებობდა რუსულ არმიაზე – უჩა აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
19:33 04-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,337

პროგრამისტი, ბლოგერი, სამხედრო ანალიტიკოსი, უჩა აბაშიძე, “ტვ იმედთან” საუბრობს რუსეთის შეიარაღების მითებზე და იარაღებზე, რომლებსაც უკრაინა ამ ომში იყენებს:

“ჯაველინი არის თანამედროვე ტანკსაწინააღმდგეო საშუალება, მისი უნიკალურობა იმაშია, რომ რაკეტა ჯერ ზემოთ მიფრინავს და მერე ეცემა ტანკს. ტანკები, იმისათვის, რომ უსაშველოდ მძიმე არ იყოს, მათი ჯავშანი ზევიდან, ქვევიდან არის თხელი, ნებისმიერი იარაღი, რომელიც ზემოდან დაეცემა, ადვილად აზიანებს.

ასევე ამ ომში გამოიყენება სტუგნა, რომელიც უკრაინული წარმოების იარაღია, მისი უნიკალურობა ისაა, რომ მისი მართვა ხდება არა იქიდან, საიდანაც უშულოდ გაისროლეს, არამედ, შეიძლება მისი მართვა პულტიდან 50 მეტრის დაშორებით, მავთულით.

Starstreak არის ახლო მანძილზე თავდაცვის საშუალება, ის არ გამოდგება ცის დასაკეტად, მაგრამ  გამოდგება იმისათის, რომ რუსეთის არც ერთი გასეირნება არ იყოს “უფასო” და ყოველთვის ეშინოდეთ, იგი დაფუძნებულია სურათის ამოცნობაზე – ოპერატორი რომ ეტყვის რაკეტას, აი, ამას გაეკიდე, მისდევს ნახატს, იგი ყველაზე სწრაფი რაკეტაა გადასატან საშუალებებს შორის. 

თურქული წარმოების ბაირაქთარი – მას აქვს ორი პატარა ბომბი თან – კონვენციურ დიდ ომში მისი გამოყენება ძალიან მასიური უნდა იყოს ეფექტისთვის, მაგრამ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს, იმის გამო, რომ არ გესმის ხმა და უცებ გიფეთქდება გვერდით რაღაც… ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ტოვებენ ტექნიკას და გარბიან, იმიტომ რომ არავინ იცის, გაასწრებ, თუ არა ბაირაქთარს. 

რუსული ტანკების პლიუსი იყო ის, რომ მცირე ზომისაა, სამაგიეროდ, ისინი უნდა გამოიყენო ძალიან გონივრულად, რადგან მათი დაცვა არის რეაქტიული ჯავშანი, ანუ, როცა რამე მოხვდება ტანკს, ტანკის ნაწილი ფეთქდება, რომ გაანეიტრალოს ის, რაც მოხვდა, იმავდროულად, გარშემო ყველაფერს აზიანებს. ერთი და იგივე ფაქტის მომსწრე ვხვდებით, ან დაზიანებულია და მიტოვებული, ან მთლიანად კოშკურა აქვს მოგლეჯილი.

დასავლეთ სისტემაში თუ ადამიანი დგას და ტენის ჭურვებს, რუსულ სისტემაში ავტომატი – 22 ჭურვი ალაგია წრეზე, ეკიპაჟის გარშემო, დენთის კასრში ზიხარ...

ომის დაწყების წინ, რუსეთმა და პუტინმა გააჟღერეს რომ მხოლოდ საკონტრაქტო ჯარით მოხდება უკრაინაში შეჭრა და ახალგაწვეული ბავშვები არ იქნებიან წინა ხაზზე, ოღონდ, ნაწილი საკონტრაქტო ამბობს, რომ ძალით მოაწერინეს ხელი და მეტი არჩევანი არ ჰქონდა… ანუ, მათი საკონტრაქტო ჯარი არ ნიშნავს იგივეს რაც დასავლეთში – არ ნიშნავს გამოცდილების მქონე მამაკაცებს.

ამ ომში გამოჩნდა, რომ რუსეთის ტექნიკის უპირატესობა არ არის ჯერადოვანი, მაშინ როცა უკრაინელები მოამარაგეს დასავლური ტანკსაწინააღმდგეო და ჰაერსაწინააღმდგეო საშუალებებით, აშკარად, რუსული ტექნიკა, თუ რამე ქონდა პუტინს, არასაკმარისია იმისთვის, რომ ბრძოლაში გარდატეხა შეიტანოს.

ყველა ელოდა, რომ რუსეთს ვინაიდან, ასე ფურცელზე, გააჩნია უზარმაზარი საჰაერო ძალები, რუსეთი დაიპყრობდა ჰაერს და საშუალებას არ მისცემდა უკრაინელებს, ეფრინათ, ან ქალაქიდან ქალაქში გადასულიყვნენ და… რუსეთმა არ დაამყარა სრული კონტროლი ჰაერზე, ეს მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ რუსეთი ტყუოდა, იმის შესახებ, რა შეუძლია ჰაერში. რუსული თვითმფრინავების გაფრენის რაოდენობა, არ შეესაბამება იმ რაოდენობას, რომელიც უკრაინის სიდიდის ქვეყნისათვის უნდა ხდებოდეს ყოველ დღე.

რუსეთში ჩეჩნეთის ომის მერე, შეიქმნა მითი, რომ ჩეჩნები ომობდნენ ძალიან კარგად. ჩეჩნები ომობდნენ მაშინ, როცა ომობდნენ დაცვაში, სიკვდილზე და ეომებოდნენ დამპყრობელს. ქვეითი ჯარი არაფერს წყვეტს ამ კონვენციურ ომში, ეს რომ იყოს რაღაც ანტიტერირისტული ოპერაცია, 300 კადიროველი შეიძლება საქმე იყოს და უკრაინის ომში, სადაც 300 ათასი და 300 ათასია ჩართული აქეთ–იქეთ ბრძოლაში, არაფერს ცვლის 300 კადიროველი რას გააკეთებს. 

 

http://

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved