ექიმი, სოფიო ბერიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“ცხვირ-ხახიდან ნიმუშის აღების ტექნიკა SARS-CoV-2 დიაგნოსტირებისთვის
როგორც ხედავთ, საკმაოდ რთულად შესასრულებელი პროცედურაა, თითოეულ ნესტოში ჩხირის ტრიალი უნდა გაგრძელდეს 15 წამი.
თუ ტექნიკა დარღვეულია ან ვერ სრულდება, იზრდება ცრუ უარყოფითი შედეგის შანსი, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა იყოთ დაავადებული და ტესტმა უარყოფითი აჩვენოს.
ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ და მოგიწოდებთ!
ქვეყანაზე ვერც ერთი ტესტი და კვლევა ვერ ცვლის კლინიკური სურათის, ანუ ადამიანის სიმპტომებზე დაკვირვებისა და აქედან დასკვნის გამოტანის მნიშვნელობას!
თუ გაქვთ დამახასიათებელი სიმპტომები, უარყოფითი ტესტის მიუხედავად დარჩით იზოლაციაში და მიყევით კოვიდ-რეკომენდაციებს!
კომენტარები