საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, კახა კალაძეს, მილანურმა კლუბმა დაბადების დღე სპეციალური ვიდეოთი მიულოცა.
„მან „როსონერის“ რიგებში 284 მატჩი ჩაატარა. დღეს კახა კალაძეს 43 წელი შეუსრულდა და ის კვლავ ისეთივე ძლიერია“, – ნათქვამია „მილანის“ ოფიციალურ მილოცვაში.
ცნობისთვის, დღეს კახა კალაძის დაბადების დღეა, ყოფილი ფეხბურთელი და თბილისის მოქმედი მერი 43 წლის გახდა.
კომენტარები