• რეკლამა
  • კონტაქტი
09:10, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – რატომ აღელდა დანიელსონი? – “ოცნებას” ფეხზე ჰკიდია ევროკავშირიც და ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც…” – ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
02:08 03-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა:

„პირველ რიგში, მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა ჩვენს მეგობარს, რომელიც ჩართული იყო მოლაპარაკების პროცესში, აშშ-ის ელჩს, ევროკავშირის ელჩს და ბატონ დანიელსონს, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს. ამ ხალხმა დახარჯა უამრავი დრო და ენერგია, რომ რაიმე ტიპის შეთანხმებებამდე მაინც მივსულიყავით.

მეორე, ყველამ ვნახეთ, რა მდგომარეობაში წავიდა ეს ადამიანი აქედან. აღარავინ არ უნდა იფიქროს, რომ ოპოზიციას რაიმე კავშირის აქვს იმასთან, რა მდგომარეობაშიც ეს ადამიანი იყო ჩავარდნილი. ამ ადამიანის აღელვებაზე, მათ შორის წასვლაზე და ყველაფერზე პასუხისმგებლობა არის თავიდან ბოლომდე „ქართულ ოცნებაზე“ და მათ ქცევაზე. მესამე, თვითონ მოლაპარაკებებს რაც შეეხება, მინდა, ეს გასაგები იყოს ყველასთვის, მოლაპარაკების პროცესი არც ერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს, რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები. მომლაპარაკებლებმა ​მთელი ამ დღეების განმავლობაში ვერ შეძლეს, დაედოთ რაიმე დოკუმენტი, რომელზეც „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნებოდა თანხმობა, ვერ მოახერხეს. მათი პრეტენზიები იყო ამოუწურავი და საბოლოო ჯამში, ამის გამოც მოხდა ის, რაც მოხდა და დასრულდა ეს მოლაპარაკებები. ამ ხალხს, „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, არ ესმით, რას ნიშნავს ამ პროცესზე ამხელა ყურადღება მთელი დასავლეთიდან, არ ესმით, რას ნიშნავს, რომ პროცესში ჩართული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, მან საკუთარ თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა და საკუთარი რეპუტაცია და ევროკავშირის რეპუტაცია დადო სასწორის პინაზე. ამიტომ ერთადერთი ახსნა ყველაფერ ამას, რაც თქვენ დღეს ნახეთ, არის ის, რომ ამ ხალხს უკვე ფეხზე ჰკიდიათ ევროკავშირიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და ზოგადად, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. ეს არის ამ ყველაფრის ერთადერთი ლოგიკური ახსნა.

აქამდე ისინი ვერ მივიდნენ. საბოლოო ჯამში, ამ პროცესის განმავლობაში დოკუმენტი, რომელსაც ისინი გვთავაზობდნენ, რამდენჯერმე გაფუჭდა და ჩვენთვის თავიდან ამოუხსნელი იყო, რატომ ხდებოდა ეს, თუმცა ბოლოს ცხადი გახდა, რომ დოკუმენტი ფუჭდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ არ თანხმდებოდა არაფერზე, ანუ საუბარი იმაზე კი არაა, რომ რაიმე კომპრომისზე წამოსულიყვნენ, არაფერ რაციონალურზე ისინი თანახმა არ იყვნენ, საერთოდ არაფერზე. მაგის გამო დასრულდა ისე, როგორც დასრულდა.

მას აქაც აქვს საჯარო განცხადებები გაკეთებული და მოლაპარაკების მაგიდასთანაც არაერთხელ გაკეთებული, რომ ქვეყანა არის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, თუმცა ამ კრიზისის ფონზე, ცხადია, არის ეკონომიკური კრიზისი, გამოწვევები, პანდემია და ასე შემდეგ. თქვენ თუ გინდათ, სურათი დახატოთ ისე, რომ მას მარტო პანდემია აღელვებდა, „კოვიდის“ გამო იყო, არ იყო „კოვიდის“ გამო ჩამოსული, პოლიტიკური კრიზისის გამო იყო ჩამოსული და მოლაპარაკებები მაგას ეძღვნებოდა. და არა იმის გამო იყო ჩამოსული, რომ პანდემიას ვერ უმკლავდება მთავრობა. ​​ეს დოკუმენტი იცვლებოდა, მარტო დღეს გამოიცვალა ორჯერ თუ სამჯერ და მომლაპარაკებლებმა მთელი ამ დღეების განმავლობაში ვერ მოახერხეს, რომ დაედოთ ის დოკუმენტი, რომელზეც „ქართული ოცნება“ თანახმა იყო. ყველა დოკუმენტზე მათ ჰქონდთ პრეტენზია და ამის გამო მოხდა ის, რაც მოხდა…

იყო პუნქტები, რომლებიც ნაკლებად პრიორიტეტული იყო ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც გააფუჭეს. დეტალებში არ წავალ, რომლებიც გააფუჭეს „ქართული ოცნების“ მოთხოვნით და საბოლოო ჯამში, ეს პუნქტები გახდა იმდენად ზოგადი, რომ იყო არაფრისმთქმელი და ჩვენთვის ამას შინაარსი აღარ ჰქონდა.

მაგიდაზე იდო ექვსივე პუნქტი, რომელიც დატოვა შარლ მიშელმა, თუმცა თუ კითხვა ეხება იმას, რაზე დაიხარჯა ამდენი დრო, ამდენი დრო დაიხარჯა დოკუმენტის სხვადასხვა ვერსიის მომზადებაზე, რომლებზეც შემდეგ „ქართული ოცნება“ იძახდა უარს. შემდეგ მომლაპარაკებლები მიდიოდნენ და ასწორებდნენ ამ ვერსიებს და მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ ეთანხმებოდა იმ სხვადასხვა პუნქტს, ეს არ ყოფილა განხილვის საგანი. ისინი ცდილობდნენ, ჯერ დოკუმენტი ისეთი მაინც ყოფილიყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ეთქვა კი რამეზე მაინც. მათ შორის, დრო დაიხარჯა იმაზე, რომ მათ ჰქონდათ მუდმივი კონსულტაციები ბრიუსელთან“

თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved