• რეკლამა
  • კონტაქტი
00:31, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – ქეიფი და ცეკვა, რომელიც გლოვას “დაემთხვა” – ოპოზიციის და ოცნების წევრების “ოცნებისა” და ოპოზიციის წევრების ქეიფი გლოვის პარალელურად

ალია ავტორი - ალია
14:24 08-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,895

მთავარი არხის ინფორმაციით, გლოვის დღეების მიუხედავად ხელისუფლებისა და ოპოზიციის ზოგიერთ წევრი გუშინ ქეიფობდა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მარტვილის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები გუშინ გვიან ღამემდე დაბადების დღეს მარტვილის რესტორან “პლაზაში” აღნიშნავდნენ.

შვილიშვილის ნათლობას აღნიშნავდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”. მძიმე დღეების მიუხედავად ქეიფიდან არც მუსიკალური ნაწილი ამოუღიათ. ლევან ანთაძე შვილიშვილის ნათლობას ადასტურებს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე კი ოპონენტებს დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებს.

“ვწუხვარ, რომ ამ პირობებში თქვენ ასეთი სიბინძურეებით ხართ დაკავებული. ჩემი პასუხი ეს არის. ვწუხვარ, რომ ამდენი ადამიანი, ამდენი ბავშვია გარდაცვლილი და რაღაც არანორმალურ კითხვებს სვამთ, თქვენ ადგილას სხვა კითხვებს დავსვამდი, მე თავს ვიკავებ დღეს პოლიტიკური შეფასებისგან, მაგრამ სამარცხვინოა იმ პირობებში როდესაც ათეულობით ადამიანი შეეწირა ამ ტრაგედიას, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების უპასუხისმგებლო მოქმედებების გამოც, ასეთ დროს ასეთი კითხვების დასმა თქვენი მხრიდან, ჩემი აზრით, არარელევანტურია” – თქვა ხაბეიშვილმა.

ლევან ანთაძემ თქვა, რომ ბევრი სტუმარი იყო ჩასული და “გინდა არ გინდა, ასე ვთქვათ, კვების საკითხი იყო”.

“ჩემი რძალია თბილისელი და ბევრი სტუმარი იყო ჩამოსული და კვების საკითხი იყო… 7 ში იყო დაგეგმილი და გლოვის დღე იყო და გადმოვიტანეთ 6 რიცხვში. ძალიან ვწუხვარ თუ ეს დაემთხვა. იყვნენ ოჯახის მეგობრები, პარტიულიც, არაპარტიულიც, ჩემი ოჯახის მეგობრები”, – თქვა მან.

ცნობისთვის, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

http://

თეგები: ლევან ანთაძელევან ხაბეიშვილიშოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved