საქართველოში პირველი თოვლი მოვიდა. ამ მომენტისთვის თოვს კურორტ ბაკურიანში. მომხმარებლები სოციალურ ქსელში ვიდეოებსა და ფოტოებს აქვეყნებენ. გათოვდა მაღალმთიან აჭარაშიც. შუახევის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა 8-10 სანტიმეტრამდე მიაღწია. მსგავი რამ აჭარის ადგილობრივებს არ გაკვირვებიათ, რადგან მათი თქმით, როდესაც უხვი ნალექია, რეგიონში თოვლი მაისშიც მოსულა. სხვათაშორის, სექტემბერში თოვლი ხულოშიც მოვიდა, რომლის საფარმა 15 სანტიმეტრს გადააჭარბა.
2020NEWS.GE
კომენტარები