• რეკლამა
  • კონტაქტი
17:06, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ზოგჯერ, ვირუსს მა­ლა­ვენ და სხვა მი­ზე­ზით გვი­ძა­ხე­ბენ, არ გვე­რი­დე­ბი­ან” – სასწრაფოს ექიმი, რომლის ნამღერმა “ფეისბუქი” მოიცვა

ალია ავტორი - ალია
19:06 11-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

“რა სიმ­შვი­დეა, ქალ­ბა­ტო­ნო!”… 24-სა­ა­თი­ა­ნი გი­ჟუ­რი მო­რი­გე­ო­ბი­დან შინ მი­მა­ვა­ლი ჩვე­ნი ექი­მე­ბი ასე ინარ­ჩუ­ნე­ბენ “სიმ­შვი­დეს”! გამ­ძლე­ო­ბა და შენი საქ­მის ასე­თი თავ­გა­და­დე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ნუ მო­გი­შა­ლოს ღმერ­თმა, დე!!!” – ეს გახ­ლავთ მუ­სი­კოს მა­ნა­ნა იმე­და­ძის პოს­ტი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ექი­მი შვი­ლის ნამ­ღე­რი “ფე­ის­ბუ­ქის” მომ­ხმა­რებ­ლებს გა­უ­ზი­ა­რა.

ახალ­გაზ­რდა ექი­მი AMBEBI.GE-თა საუბრობს და ის 26 წლის გი­ორ­გი კვა­ტა­ში­ძეა, ამ ეტაპ­ზე “სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის” უმ­ცრო­სი ექი­მია. ამ­ბობს, რომ ექი­მის ლი­ცენ­ზი­ამ­დე ჯერ ბევ­რი უკ­ლია, რად­გა­ნაც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­ზი­დენ­ტია და წინ დიდი გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი.

– ექი­მებს ამ ეტაპ­ზე ისე­თი შრო­მა გი­წევთ, რომ არ­ნა­ხულ მხარ­და­ჭე­რას იმ­სა­ხუ­რებთ. სა­ერ­თო­დაც, ხომ ასე იყო და ახლა, კო­რო­ნა­პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით…

– ახ­ლაც კი, ტეს­ტი­რე­ბის პა­სუხს ვე­ლო­დე­ბი და სულ ასეთ მო­ლო­დინ­ში ვართ, რო­დის დაგ­ვი­დას­ტურ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სი, რად­გან და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან გვი­წევს შე­ხე­ბა… ამას წი­ნათ ჩემს უფ­როს ექიმს ვე­უბ­ნე­ბო­დი, ყო­ვე­ლი მო­რი­გე­ო­ბა თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით გან­სხვავ­დე­ბა. არ არ­სე­ბობს ერთი და იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია, ყო­ველ ჯერ­ზე გან­სხვა­ვე­ბულ შემ­თხვე­ვებს ვხვდე­ბით. შე­იძ­ლე­ბა, მთელ­მა დღემ მშვი­დად ჩა­ი­ა­როს, მაგ­რამ ერ­თმა მი­სა­მარ­თმა სა­ო­ცა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა შეგ­ძი­ნოს. მთა­ვა­რი ის არის, რომ პა­ცი­ენტს გვერ­დში დგო­მა სჭირ­დე­ბა. ზოგ­ჯერ მე­ცხრე სარ­თულ­ზე ცხოვ­რობს და ლიფ­ტი არ არის, მისი ხე­ლით ჩა­მოყ­ვა­ნა გვი­წევს… და უამ­რა­ვი მსგავ­სი ამ­ბა­ვია… თუ ძა­ლი­ან არ გიყ­ვარს ეს პრო­ფე­სია, ამის მუდ­მი­ვად კე­თე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია.

მოკ­ლედ, 112-ში სამ­სა­ხურ­მა ისე­თი რამ შე­იძ­ლე­ბა შეს­ძი­ნოს ექიმს, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ად­გეს. ერთი მი­სა­მარ­თი­დან მე­ო­რე­ზე მი­დი­ხარ, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა თით­ქოს ადა­მი­ა­ნა­დაც არ გთვლი­ან, რად­გან სხვა­დას­ხვა­ნა­ირ პა­ცი­ენ­ტთან გვი­წევს კონ­ტაქ­ტი. ამით მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­საც სწავ­ლობ, უც­ნა­ურ­საც ხვდე­ბი, ბო­როტ­საც, კე­თილ­საც, მაგ­რამ როცა მო­წო­დე­ბით ექი­მი ხარ და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მთა­ვა­რი ერ­თია, ის შენი პა­ცი­ენ­ტია, მას შენი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა და უნდა უშ­ვე­ლო. აქ მთავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი! ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ თუ პრო­ფე­სია და ადა­მი­ა­ნი არ გვიყ­ვარს, არა­ფე­რი გა­მო­ვა.

– ექი­მო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

– ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასაკ­ში, ჯერ კი­დევ სკო­ლის მო­საწვლე ვი­ყა­ვი, ექი­მო­ბა რომ მო­მინ­და. ექი­მი დე­ი­და მყავს და ძა­ლი­ან მომ­წონ­და მისი თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მა – ამი­ტომ ის ჩემ­თვის მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნი იყო. თან, რა­ღაც­ნა­ი­რად ვგრძნობ­დი, რომ ეს პრო­ფე­სია “ჩემი” იყო და მის გა­რე­შე არა­ფე­რი ვიქ­ნე­ბო­დი… მაგ­რამ ლი­ცენ­ზი­ამ­დე ჯერ კი­დევ დიდი გზა მაქვს გა­სავ­ლე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­ზი­დენ­ტი ვარ, პირ­ველ­კურ­სე­ლი. ამი­ტომ, ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, თუ ძა­ლი­ან არ უნ­დათ, ამ პრო­ფე­სი­ას ხელი არ უნდა მოჰ­კი­დონ, რად­გან ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სად გა­მო­უ­ვი­დეთ.

– ჯერ კი­დევ სტუ­დენტს და­გი­წყი­ათ საქ­მი­ა­ნო­ბა… “სას­წრა­ფო” თქვე­ნი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რია?

– ჩემს პრო­ფე­სი­ულ წინსვლას ხელი შე­უ­წყო იმან, რომ ძა­ლი­ან კარგ კლი­ნი­კა­ში – “თბი­ლი­სის გუ­ლის ცენ­ტრში” მოვ­ხვდი. კარ­დი­ო­ლო­გი­ა­ში ჩემი პირ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი იქა­უ­რი მედ­პერ­სო­ნა­ლი აღ­მოჩ­ნდნენ. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­რე­შე გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ამ კო­ლექ­ტივ­მა მას­წავ­ლა ის, რომ უპირ­ვე­ლე­სად ადა­მი­ა­ნი უნდა იყო. ჩვე­ნი უფ­რო­სი არ­ჩი­ლი ჭუხ­რუ­კი­ძე კად­რებს გუ­ლის­ყუ­რით არ­ჩევ­და და ყვე­ლას გვე­უბ­ნე­ბო­და – იყა­ვით ადა­მი­ა­ნუ­რე­ბი, პა­ცი­ენტს გა­უ­ღი­მეთ, რად­გა­ნაც მისი მკურ­ნა­ლო­ბა ზუს­ტად აქე­დან იწყე­ბა… მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ექი­მი პა­ცი­ენ­ტის მი­მართ რო­გორ გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბას იჩენს.

გი­ორ­გი კვა­ტა­ში­ძე შვილ­თან ერ­თად

– ე.ი. იმ კლი­ნი­კის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდით “სას­წრა­ფო­ში”…

– დიახ, გა­სა­უბ­რე­ბით მოვ­ხვდი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში და გავ­ხდი “სას­წრა­ფოს” თა­ნამ­შრო­მე­ლი… რო­გორც წინა სამ­სა­ხურ­ში, აქაც ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, – სა­ო­ცარ კო­ლექ­ტივ­ში მოვ­ხვდი. “სას­წრა­ფო­ში” მუ­შა­ო­ბა სულ სხვა სპე­ცი­ფი­კაა. აქ სამ­სა­ხუ­რი იმი­ტომ მინ­დო­და, რომ ეს პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც, მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა ექი­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. “სას­წრა­ფოს სკო­ლა” არა­ერთ კვა­ლი­ფი­ცი­ურ და ცნო­ბილ ექიმ­საც აქვს გავ­ლი­ლი… აქ იმ­დენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ხვდე­ბი, ხომ გე­უბ­ნე­ბით, ის მერე ცხოვ­რე­ბა­შიც გად­გე­ბა და პრაქ­ტი­კა­ში ხომ სა­ერ­თოდ.

– ახლა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა თით­ქმის კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და თით­ქოს ადა­მი­ა­ნებს სხვა პრობ­ლე­მე­ბი აღარ აქვთ. რე­ა­ლუ­რად კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­და, რა სუ­რა­თია შექ­მნი­ლი?

– ურ­თი­ერ­თო­ბა გვი­წევს რო­გორც კო­ვიდ­და­დას­ტუ­რე­ბუ­ლებ­თან, ისე არა­და­დას­ტუ­რე­ბუ­ლებ­თან და მათი შე­ფა­სე­ბა გვი­წევს, სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­დაყ­ვა­ნა, მაგ­რამ ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ცხა­დია, არის სხვა უამ­რა­ვი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს აწუ­ხებთ, რომ­ლებ­საც ასე­ვე სჭირ­დე­ბათ გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა, გვერ­დში დგო­მა. ბევ­რი ისე­თი და­ა­ვა­დე­ბაა, თუ “სას­წრა­ფო” დრო­უ­ლად არ გა­მოჩ­ნდა, შე­საძ­ლოა, ცუდი შე­დე­გი მოჰ­ყვეს, მაგ­რამ რად­გა­ნაც უმე­ტე­სად კო­ვიდ­და­დას­ტუ­რე­ბულ­თან მე­ტად გვი­წევს ყოფ­ნა, ამი­ტომ, ასეთ დროს ხდე­ბა ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბიც.

– “სას­წრა­ფოს” დაგ­ვი­ა­ნე­ბას ბევ­რი უჩი­ვის…

– მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი ამას გა­გე­ბით ხვდე­ბა და მარ­თლაც შე­დის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში – გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გვეს­მის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ბევ­რს არ ეს­მის და უკ­მა­ყო­ფი­ლოა… არა­და, მთე­ლი 24 სა­ა­თი ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ, საკ­მა­ოდ ბევ­რია სე­ზო­ნუ­რი გრი­პე­ბიც და დღე-ღა­მე­ში 30 მი­სა­მარ­თამ­დე გვი­წევს გას­ვლა, ფი­ლი­ალ­ში შეს­ვლა­საც ვერ ვას­წრებთ. დი­ლის 10 სა­ა­თი­დან ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე კო­რო­ნა­ვირუ­სი­ან პა­ცი­ენ­ტებ­თან გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე დავ­დი­ვართ, ან შე­იძ­ლე­ბა, პა­ცი­ენტს ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­დეს და გვი­წევს მისი ტეს­ტი­რე­ბა­ზე გა­დაყ­ვა­ნა და შემ­დეგ უკან წა­მოყ­ვა­ნა. ღა­მის თორ­მე­ტი­დან დი­ლამ­დე კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტე­ბი ნაკ­ლე­ბად გვყავს.

– ე.ი. და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან და­ცუ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად არ ხართ…

– ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ბო­ლომ­დე და­ცუ­ლი ვერ იქ­ნე­ბი, კი პა­ცი­ენ­ტთან, რო­მელ­საც კო­ვი­დი აქვს, მთე­ლი ეკი­პი­რე­ბით, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით მი­დი­ხარ, მაგ­რამ რო­დე­საც რი­გით პა­ცი­ენ­ტთან ხარ, რო­მე­ლიც გი­ძა­ხებს არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ით, ან ინ­ფარ­ქტის ნიშ­ნე­ბით, შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რაც აქვს, რა დრო­საც და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კე­ბი იზ­რდე­ბა, რად­გან ეკი­პი­რე­ბუ­ლი არ ვართ. ამი­ტომ, არა მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­თვის, ნიღ­ბის ტა­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და უმ­თავ­რე­სი პრე­ვენ­ცი­აა, ამას­თან, ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი თუ თვით­შეგ­ნე­ბით არ მი­უდ­გა ამ სა­კითხს, ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ გა­ი­აზ­რა, ამ პრობ­ლე­მას მარ­თლა არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. ჩვენს ქცე­ვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ეს ვირუ­სი რო­გორ გავ­რცელ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ვირუსს მა­ლა­ვენ და სულ სხვა მი­ზე­ზით გვი­ძა­ხე­ბენ, არ გვე­რი­დე­ბი­ან. თუ სა­კუ­თა­რი თავი არ აინ­ტე­რე­სებთ, სხვას რას ერ­ჩი­ან?! ერ­თმა­ნეთს ხელი უნდა შე­ვუ­წყოთ და გა­ვუფრ­თხილ­დეთ… არი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღე რე­კა­ვენ, სა­ხელს და გვარს, მი­სა­მართს რომ დავ­ხე­დავთ, ვხდე­ბით, რომ “ჩვე­ნებ­თან” (ასე ვე­ძა­ხით) მივ­დი­ვართ. თვი­თო­ნაც გვცნო­ბენ. გვიყ­ვარს ეს ხალ­ხი, მა­თაც ვუყ­ვარ­ვართ. მიხ­ვალ, ყვე­ლა სა­სი­ცო­ცხლო პა­რა­მეტ­რი ნორ­მა­ში აქვს, მაგ­რამ ჩვე­ნი ქრო­ნი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან, ძა­ლი­ან გვიყ­ვარს, ვე­ფე­რე­ბით, ვე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბით, ვუ­ღი­მით.

– კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტებ­ში რა ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი ჭარ­ბო­ბენ?

– ყვე­ლა ასა­კის… უბ­რა­ლოდ, სიმ­ძი­მეს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. 50 წელს ზე­მოთ ინ­ფექ­ცია შე­და­რე­ბით რთუ­ლად მი­დის, 10-დან 30 წლამ­დე ადა­მი­ა­ნებ­ში მარ­ტი­ვად, ჩვი­ლებ­ში კი­დევ უფრო მარ­ტი­ვად – ჩემი პრაქ­ტი­კი­დან, რა­საც ვუ­ყუ­რებ, ასეა. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლა­დაა საქ­მე ხან­ში­შე­სუ­ლებ­თან, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აწუ­ხებთ.

– რო­გორც ექი­მი, რა რჩე­ვებს მის­ცემ­დით ჩვენს მკი­თხველს?

– მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვიყ­ვა­როთ ერ­თმა­ნე­თი, ერ­თმა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბას გა­ვუფრ­თხილ­დეთ, რად­გან ერ­თმა­ნეთ­ზე ძვირ­ფა­სი არა­ვინ გვყავს. ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შეგ­ვხვდე­ბა, თავ­გა­და­სა­ვა­ლიც, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებ­მა პა­ტი­ვის­ცე­მის უნა­რი, სიყ­ვა­რუ­ლი არ უნდა დავ­კარ­გოთ. მი­მაჩ­ნია, რომ ცხოვ­რე­ბას სხვა­ნა­ი­რად აზრი აღარ ექ­ნე­ბა. ყვე­ლა თა­ვის საქ­მე სიყ­ვა­რუ­ლით უნდა მო­ე­კი­დოს და ასე ყვე­ლა­ფერს ეშ­ვე­ლე­ბა.

ამბები.ჯი

თეგები: 112

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved