„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის დამლაგებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია ინფიცირებულის სახლთან არიან მობილიზებულები.
ისინი მასთან კონტაქტში მყოფი პირების კარანტინში გადაყვანას ცდილობენ, თუმცა ინფიცირებულის ოჯახის წევრები სპეციალისტებს არ ემორჩილებიან.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სამსახურში ბოლო პერიოდშიც დადიოდა. თუმცა, კარანტინში გადასვლაზე თავად ოჯახი უარს აცხადებს.
კომენტარები