• რეკლამა
  • კონტაქტი
11:42, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ოცნებას” არ უნდა შეთანხმება – დასავლეთმა ეს კარგად დაინახა და ამას ექნება შედეგები” – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
02:01 03-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ვფიქრობ, პირველი, მე პირდაპირ გეტყვით, ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენსაათიანი მუშაობის შედეგად ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართულ საზოგადოებას, ვერც ევროპული სტანდარტი და ღიად მინდა, განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“, რომელსაც არ ესმის, რა არის ევროპული ინტეგრაცია. ჩემი აზრით, საერთოდ დასავლეთმა კიდევ ერთხელ ნახა, ვისთან აქვთ საქმე. პირდაპირ რომ ვთქვა, ჩვენ, ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად ლოგიკურად ვმსჯელობდით ყველა საკითხზე, მაგრამ როგორც ვხვდები, „ქართული ოცნების“ მხრიდან არ არის ადეკვატურად აღქმული ის მძიმე კრიტიკული სიტუაცია, რაც ქვეყანაშია. პირდაპირ მინდა, ვთქვა, რომ დღევანდელი ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულებული დღე და პროცესი უჩვენებს, რომ ჩვენ არ გვაქვს საქმე სახელმწიფოებრივ მიდგომასთან, ჩვენ სამწუხაროდ საქმე გვაქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან ქვეყანაში ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებასთან. აქედან გამომდინარე, თუ დღეს შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“

ღიად შემიძლია, ეს ვთქვა, მათ მოუწევთ კარგად დაფიქრება საერთოდ ქვეყანასთან დაკავშირებით, საქართველოსთან დაკავშირებით, რას უნდათ, მიაღწიონ და ვფიქრობ, რომ ამის შედეგი, რასაც ისინი დღეს აკეთებენ, იქნება ძალიან მძიმე დასავლეთიდან. ყველამ დაინახა, მედიაციის მხარემ, რომ ოპოზიცია განწყობილი იყო შეთანხმებისთვის და კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, მაგრამ ის დამოკიდებულება, რაც იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ პროცესში, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევდა შედეგს შეთანხმებასთან დაკავშირებით. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მხრიდან არის ბოლომდე გაფლანგული ამ ეტაპისთვის. ჩვენ, ოპოზიციას გვაქვს ერთიანი პოზიცია და ღიად მინდა, განვაცხადო, რომ არც კი მისულა საკითხი იქამდე, რომ ოპოზიციის მხარეს არის რაიმე პრობლემა. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“, გაუგებარი მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროცესი ბოლომდე შეაფერხა. როგორც ჩანს, მათ ჰგონიათ, 16 რადგან გადააგორეს, ამის გამო რაღაცას მიაღწევენ. დამერწმუნეთ, რომ დასავლეთმა ძალიან კარგად დაინახა, სად დგას ოპოზიცია და სად დგას „ქართული ოცნება“ და ამას ექნება შესაბამისი შედეგები მათი მხრიდან.

ჩვენ სამოქმედო გეგმაზე ჩამოვყალიბდებით, მაგრამ დღეს უფრო დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენს პოზიციას დიდი მხარდაჭერა ექნება დასავლეთის მხრიდან. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რადგან დესტრუქციული როლი „ქართულმა ოცნებამ“… ბოდიშს ვუხდი საქართველოს საზოგადოებას, რომ კიდევ ერთი გაწბილებაა დღეს, რადგან ყველას გვინდოდა, შეთანხმებით დასრულებულიყო დღევანდელი დღე, მაგრამ ეს გასაღები ოპოზიციის ხელში არ არის, ეს გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში და ამას დარწმუნებულ ვარ, ხვდებიან ჩვენი მედიატორები ამ პროცესში, როგორც ევროპული მხარე ისე ამერიკული. მთავარი წყალგამყოფი არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა არანაირი შეთანხმება. რეალურად ჩემთვის ყველაფერთან დაკავშირებით, როგორც პატიმრებთან დაკავშირებით, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, სხვა საკითხებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ ჩემი აზრით იქცევა დესტრუქციულად და ამაზე მიიღებს შესაბამის პასუხს“

თეგები: გიორგი ვაშაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved