• რეკლამა
  • კონტაქტი
14:16, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – ნიკა მელიას პირველი ვრცელი კომენტარი სრულად

ალია ავტორი - ალია
18:56 05-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ნიკა მელია:

“გათავისუფლებას ვუსურვებ ყველა პოლიტპატიმარს და პატიმარს, განურჩევლად იმისა, რა სასჯელს იხდიან, ცხოვრებაში შეცდომა ყველას მოხდის, ადრე თუ გვიან გათავისუფლებას ვუსურვებ და საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას, მიუხედავად იმისა პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებული თუ არა, თუმცა ამ ციხეში, რომელშიც მე გახლდით, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმრებია და მათ ვუსურვებ გათავისუფლებას…

ასევე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ. ყველა გულშემატკივარს. ვინც გულშემატკივრობდა ქვეყანაში სტაბილურობას… მადლობა და ხაზგაგასმელია ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩის კარლ ჰარცელის ღვაწლი და მონდომება, ძალისხმევა ამ პროცესში.. მადლობას ვუხდი მას, როგორც ადამიანს, ამას აქვს მიზეზები რატომაც ხაზს ვუსვამ… მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც შეაქვს ამ მნიშვნელოვან პროცესში.

თუმცა განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს. ეს არის ადამიანი ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა, ჩამოვიდა საქართველოში და მოვიდა ენმ-ს ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ამის შემდეგ უზარმაზარი შრომა გასწია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია რომ ყოფილიყო. რომ არა პავილიონისი, არამგონია ეს შედეგი დამდგარიყო…

სამი თვის განმავლობაში რასაც მე თვალყურს ვადევნებდი ციხის საკნიდან, თვალშისაცემი გახდა ერთი მთავარი დეფექტი ამ რეჟიმისა, ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ეს არის მკვეთრი პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია. ეს არის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა…

… პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით გაიმართება ძალიან მჭირდო კონსულტაციები პარტიაში, მეგობრებთან…

პარტიაში [ნაციონალური მოძრაობა] არის, ვიცი დანამდვილებით, განსხვავებული პოზიციები ამ საკითხთან [პარლამენტში შესვლა-არშესვლა] დაკავშირებით. ერთ საათში რომ კენჭისყრა ჩაატარო, პარტია ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით, რა შედეგი დასრულდება. თუმცა, გარდა იმისა, რომ მე პარტიაში, მეგობრებთან, ჩემს ოჯახის წევრებთან — პარტიის წევრებს არ ვეძახი — ვაპირებ ამ საკითხების მართლა ძალიან დეტალურად გავლას. ამის გარდა, მე ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მივიღო, ამის შემდეგ მხოლოდ, გადაწყვეტილება ბლოკ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად.

კადრები – ტვ პირველი

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved