ქუთაისში, კორონავირუსით გარდაცვლილი 26 წლის გოგოს ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ინფიცირებული კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს.
გარდაცვლილი მაგდა ძოწენიძის ოჯახი ამბობს, რომ გადატვირთული კლინიკების გამო პაციენტი საავადმყოფოში ვერ მიიღეს, ბოლოს კი მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ კლინიკაში მოთავსებიდან ერთ დღეში გარდაიცვალა. ისინი იმასაც ამბობენ, რომ კლინიკაში მედიკამენტები მიატანინეს.
26 წლის გოგო რამდენიმე დღე იყო სახლში, მაშინც კი, როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, იგი კლინიკაში არ გადაიყვანეს!
პასუხი კორონავირუსის ტესტზე, გარდაცვალების შემდეგ მიიღეს!
კომენტარები