• რეკლამა
  • კონტაქტი
01:21, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “მოგატყუეს, ნოდარ, ფარული ჩანაწერი არის ეს, რაც მე გავაზიარე” – ლადო ბედუკაძე

ალია ავტორი - ალია
01:43 10-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
116

ლადო ბედუკაძე ეხმიანება ნოდარ მელაძის გადაცემაში გავრცელებულ ჩანაწერს, რომელზეც ითქვა, რომ ეს არის ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისა და ლადო ბედუკაძის საუბარი 2012 წლის ციხის კადრებსა და სანაცვლოდ აღებულ თანხაზე. სიუჟეტში გახმოვანდა თავად ლადო ბედუკაძის კომენტარი, სადაც ის ადასტურებს რომ ნამდვილად შეხვდა ვანო ჩხარტიშვილს.

ლადო ბედუკაძე, სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს და ტექსტს:

“ვუყურე თქვენს ახალ ე.წ. სკანდალს პატივცემულო ნოდარ, ჩემი თხოვნაა საზოგადოების მიმართ, რომ ნოდარს არ შეაგინოთ, ისედაც, საკმარისია მისთვის თანამედროვე ქართულ რეალობაში დამკვიდრებული ეპითეტურ -სარკაზმული გამონათქვამი: “ამ ჩემს ნოდარს” !

აბა, რომელი არჩევნები ჩაივლიდა საქართველოში „ბედუკაძის თემის“ გარეშე და ნოდარიც დაარწმუნეს თუ შეუკვეთეს, რომ გაეგრძელებინა უფროსი ძმის – ჩა@ვის (გვარამია) რიტორიკა.

არ ვილანძღები, მაგრამ აი, მართლაც მეხი კი დაგეცეს ნოდარიკო მაგ “მოკრიასფალტისფერ” თავზე. ცრუობ ნოდარ, ცრუობ!

მე არსად მითქვამს, რომ ამ ე.წ. აუდიოანაწერის ნამდვილობას ვადასტურებ, ეს არის სრული ბოდვა და უუნარო მონტაჟი! აკი გითხარი, რომ დიახაც შევხვდი ბატონ ვანოს დაახლოებით.15-20 წუთით ვისაუბრეთ, მე მას გადავუხადე მადლობა, იმის გამო, რომ თურქეთში იძულებითი მიგრაციის შემდეგ დაეხმარა ოჯახს, გადაიხადა რა სასტუმროს ღირებულების საფასური.

და რატომ უნდა ახსოვდეს აუცილებლად ვინმეს 8 წლის წინანდელი შეხვედრა ?
ან რა “მოტეხვა”? რის გარჩევა? აბა, ივანიშვილი აფინანსებდა და 2 მილიონი აიღოო? ასე უცებ შეცვალეთ „პლასტინკა“?

არ მგონია ეს შენი ნახელავი იყოს, ძალიან უნიჭოდ შესრულებული „სკანდალი“, არ ჰგავს შენს სტილს, შენ კიდევ ჭკვიანი ხარ, ბოლობოლო ბატონ ნუგზარის მოწაფე ხარ! ალბათ, ასეთი სახით მოგაწოდეს ე.წ. ჩანაწერი და მოგატყუეს მაკარ!

მერე რა რომ ვერ გაგხადა “რ2″- ის არშემდგარი რევოლუციის” დროს ( გაგახსენებთ იგეგმებოდა ფეხმძიმე ქალის მკვლელობა) სისხლსმოწყურებულმა მიშამ “ფილთკომანდერი”, გული არ გაიტეხო შენ!

მერე რა თუ, შენი პატრონი სააკაშვილივით ხშირად ისვრი და პოლიტიკურ სუნს აყენებ, მხოლოდ შენ ჟურნალისტურ საქმიანობას ვგულისხმობ, მერა რა თუ “სკანდალისთვის” ფანტაზიები და თეატრალიზმი არ გყოფნის.

ტერორისტულ ორგანიზაციად ქცეულ ნაცსექტას ხომ მეტად აჯერებ, ხომ არ აძლევ მათ მონურ ტვინებს მოდუნების უფლებას და მუდმივ საინფორმაციო ტერორში ამყოფებ?

მე სად წავალ, რას გავაკეთებ, ეს ჩემი პირადი საკითხია და მე გადავწყვეტ, არც ამაზე ინერვიულო შენ. ეჰ, პატარძლები ტირიან კი არა და თოჯინებიც იცინიან ჩემო ფეისბუკმეგობარო ნოდარ, ამ შენი პატრონების შემოგდებულ ბოდვაზე, რამენაირად დაარწმუნო ქართული საღად მოაზროვნე საზოგადოება, რომ რაც კი სიბინძურე ჩაგიდენიათ თურმე, მოჩვენებითი იყო.

თურმე, “სააკაშვილის რენესანსის ეპოქაში” ქვეყანაში დანაშაული არ ხდებოდა, საქართველოც ევროპის უსაფრთხო ქვეყანათა ათეულში იყო მუდამ, მაგრამ რატომღაც ქვეყანას წლიურად 21-24 ათასი პატიმარი, 300.000 პრობაციონერი ჰყავდა.

თურმე, ყოველწლიურად არ კლავდით დღეს, ეკრანს ხავსმოდებული ე.წ. ჟურნალისტები თქვენი მონური დუმილით და მორჩილებით ციხეებში ყოველწლიურად ასობით ადამიანს. 2004-2012 წლებში ძალადობრივი გზით სიცოცხლე მოუსწრაფეთ 801 პატიმარს და ახლა გინდათ დაარწმუნოთ საზოგადოება,რომ ყველაფერი „ბედუკაძის ნახელავია“?

თურმე, ქუჩებში არ ცხრილავდით ახალგაზრდებს და არ მოგწონთ დღევანდელი “უუნარო” პოლიციის მიერ ჩატარებული უსისხლო სპეცოპერაცია, თურმე ციხეებში ღამღამობით არ “ახევდით “, არ აფორმებინებდით ბიზნესს ადამიანებს.

თურმე, საზოგადოებას ჰალუცინაციები აწუხებს და” მიHа კი ისევ მაგარია “… უნიჭოდ დაიწყო ჩა@ვიმ (გვარამიამ) გააგრძელე შენ… როგორც დიდი ნოდარი იტყოდა: ასტავაწ! ინჩუ ჰამარ…

მეტი კრეატივი, ნოდარ! ცნობისათვის, ფარული ჩანაწერი ზოგადად არის ეს, რაც მე გავაზიარე. არადა, მე სტატია არ მინდოდა, თქვენ ამტეხეთ ძალადა”

თეგები: ბიძინა ივანიშვილივანო ჩხარტიშვილილადო ბედუკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved