• რეკლამა
  • კონტაქტი
04:33, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – მეოთხე ხანძარი შატილის სკოლაში – რის ტეიტორიაზეა სკოლა აშენებული?

ალია ავტორი - ალია
14:43 03-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

“მთის ამბების” ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, ხევსურეთში, შატილის სკოლის სასადილოს შენობაში, სავარაუდოდ, გათბობის სისტემა აფეთქდა და ცეცხლი გაჩნდა. სასადილოს შენობა მთლიანად დაიწვა. არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლი სამზარეულოს გვერდით ახალაშენებულ სკოლის შენობაზეც გავრცელდეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შატილის მცხოვრებლებმა დახმარებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიმართეს, თუმცა

ხევსურეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო დაკეტილია. ამინდიც ღრუბლიანია, რის გამოც სამაშველო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენიც ვერ ჩაერთვება.

შატილის სკოლა-პანსიონში კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წლის წინ ჩატარდა, სამზარეულო კი ახალი აშენდა. შენობაში სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 2019 წლის 17 ოქტომბერს, ხანძარი გაჩნდა და სკოლა მთლიანად დაიწვა, სამზარეულო გადარჩა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წელს შატილში ხის ახალი სკოლა აშენდა.

ეს შატილის სკოლაში ხანძრის მეოთხე შემთხვევაა. წინა სამივე შემთხვევაში სკოლა მთლიანად დაიწვა, ისევე, როგორც ახლა სამზარეულოს შენობა. შატილის მცხოვრებლების თქმით, სკოლა ხატის ტერიტორიაზეა აშენებული, რაც არ შეიძლება.

ხანძრის წინა შემთხვევაში დადასტურდა, რომ არ ყოფილა ჩატარებული ექსპერტიზა, რაც შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და უსაფრთხოებას შეამოწმებდა. „მთის ამბები“ ცდილობს გაარკვიოს, აღჭურვილი იყო თუ არა სასადილოს შენობა ხანძრის საწინააღმდეგო სისტემით ან ასეთი სერვისი აქვს თუ არა სკოლა-პანსიონის ახალ შენობას, სადაც ბავშვები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ მთელი კვირის განმავლობაში ცხოვრობენ კიდეც. 

მარგარეტ დაიაურის ვიდეომასალა

თეგები: ხანძარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved