YOUTUBE-ზე აიტვირთა ვიდეო სათაურით, „Камчы Кольбаев празднует “на зоне“, სადაც ჩანს პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ე.წ კანონიერი ქურდი კამჩიბეკ კოლბაევი.
კადრებზე ასახულია, რომ ციხეში კოლბაევის ორგანიზებით გაშლილია უზარმაზარი სუფრა, სადაც იგი სხვა პატიმრებთან ერთად ქეიფობს, ერთ-ერთი პატიმარი კი ალა პუგაჩოვას ცნობილ სიმღერას “ასრულებს”…
გავრცელებული ინფორმაციით, კოლბაევი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში 2 ნოემბერს დააპატიმრეს და ნაკლებად მკაცრს სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს, რადგან ამბობდნენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
კომენტარები