• რეკლამა
  • კონტაქტი
15:44, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – გასაჯაროებული ერთ-ერთი ჩანაწერი რადიო თავისუფლების ჟურნალისტის საუბარს ასახავს – “რადიო თავისუფლება”

ალია ავტორი - ალია
16:41 08-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

“მთავარი არხის” დამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა გვარამიამ 1 აგვისტოს გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გაასაჯაროვა მასალები, რომლებიც, მისი თქმით, ასახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის – სუსის – მიერ პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების და ჟურნალისტების უკანონო მოსმენებსა და თვალთვალს. ნიკა გვარამიამ ეთერში გაამხილა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის ვინაობა და გაამჟღავნა ფარულ ჩანაწერებში მონაწილე სხვა პირების ინიციალები.

“მთავარ არხზე” გამოქვეყნებული ჩანაწერების ერთი ფრაგმენტი “რადიო თავისუფლების” გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის საუბარს აღწერს:

“მიმდინარე წლის 16 ივნისს [იგულისხმება 2020 წლის 16 ივნისი – რ.თ.] საუბარი შედგა, ერთ-ერთი მსხვილი მედიაა, გამომძიებელ ჟურნალისტს და ერთ-ერთი სააგენტოს რედაქტორს თ-ს, დაახლოებულია ხელისუფლებასთან, შორის. საუბარში თ.-მ გ.-ს განუცხადა, რომ მისმა ახლობელმა მიაწოდა ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ, თუმცა იგი ვერ მოამზადებს სიუჟეტს, ვინაიდან მისი თქმით, ამ შემთხვევაში მარტივად გაიშიფრება ის ადამიანი, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა.

თ.[ ამბობს, რომ] ია მეტრეველს 4-5 ათასი აქვს ხელფასი და მისი ინფორმაციით, არ აქვს უმაღლესი განათლება მიღებული და აქვს ქალთა გიმნაზია დამთავრებული.

ასევე თ.-ს თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს სოციალური მედიის მენეჯერად, თ.-ს თქმით, ზემოხსენებული პირები, რომლებიც დანიშნეს თანამდებობებზე, იღებენ დიდ ხელფასს და [არ] არიან არაკომპეტენტურები.

ორიენტირი:გაგრძელდეს ოპერატიული საქმიანობა ორივე ხსენებული ჟურნალისტის მიმართულებით.”

რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძე ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი, 2020 წლის ზაფხულში, მართლაც ჰქონდა ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელთან. საუბარი დაუცველ ხაზზე, მობილური ტელეფონის მეშვეობით შედგა.

გვარამიას მიერ გადაცემა “მთავარ აქცენტებში” წარმოდგენილი ის მასალები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა, ასევე დაადასტერეს ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ნიკა გვარამიას თქმით, გასაჯაროებული დოკუმენტები არის მხოლოდ მცირე ნაწილი სუსში წარმოებული ფარული მიყურადების ამსახველი ე.წ. კრებსებისა, რომელიც მას წყარომ მიაწოდა. ტექსტურ დოკუმენტებში აღწერილია როდის არის გაკეთებული ჩანაწერი, ვინ საუბრობს ამ ჩანაწერში და საუბრის მოკლე შინაარსი. ასევე ამ დოკუმენტების ბოლოში მითითებულია და ამ მითითებას სუსის ენაზე ჰქვია “ორიენტირი”, თუ რა უნდა მოხდეს თვალთვალის ობიექტების მიმართ, გვარამიას მიერ წაკითხული მასალების უმრავლესობაში ბოლოში მითითებულია, რომ გაგრძელდეს ოპერატიული საქმიანობა [მიყურადება, ჩაწერა რ.თ.] ამ ობიექტების მიმართ.

“მთავარ აქცენტებში” გასაჯაროებული “კრებსების” ნაწილი ასახავს პირადი ცხოვრების დეტალებს, ნაწილი პროფესიული საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტივობებს.

“ამ საკითხზე კომენტარი არ იქნება” – უპასუხეს რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გავრცელებული მასალების ავთენტიკურობისა და ფარული მიყურადებების კანონიერების შესახებ შეკითხვაზე.

რადიო თავისუფლება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved