• რეკლამა
  • კონტაქტი
07:34, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ეს არის 2017-18 წლები, დასრულდა მითი, რომ მხოლოდ წინა ხელისუფლება უსმენდა ყველას !!!” – სუს-ი ეკა ბესელიასაც უკანონოდ უსმენდა?

ალია ავტორი - ალია
19:52 09-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

სუსი ეკა  ბესელიასაც უსმენდა. პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ადასტურებს, რომ საუბარი, რომელიც საიდუმლო ფაილებში არის მასსა და სასულიერო პირს შორის, ნამდვილად შედგა.

ჩანაწერის მიხედვით ეკა ბესელია დავით ჭინჭარაულს აცნობს ინფორმაციას, რომ ის დაუკავშირდა კობახიძეს და შეატყობინა, რომ აუცილებელია საკითხის განხილვა ნარკოლიბერალიზაციის შესახებ.

მოპოვებული ინფორმაციით, პატრიარქის თანაშემწემ, დავით ჭინჭარაულმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან საუბრისას უარყოფითად შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნებისას სახალხო დებატების დროს ოპონენტების მისამართით გაჟღერებული ლანძღვა-გინება და ზღვარგადასული ქმედებები, მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროდ მიიჩნია მკაცრი ზომების მიღება რასაც დაეთანხმა ეკა ბესელია”, – აღნიშნულია ჩანაწერში.  

ეკა ბესელია კომენტარს “ფორმულასთან” აკეთებს და ამბობს:

“გამაცნეს რამდენიმე ჩანაწერი რაც უკანონოდაა მოპოვებული როდესაც ვიყავი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და მქონდა მუდმივი კონტაქტი საპატრიარქოსთან. რასაც გავეცანი ვადასტურებ. ნამდვილად მქონდა ეს საუბარი და ეხებოდა კანონის ცვლილებას მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არსებულ გადასახადებს. მეორე საკითხი ეხებოდა მარიხუანას ლეგალიზაციის ირგვლივ მღელვარებას. ეს შეხვედრები იმართებოდა ოფიციალურად . მე ახლოს ვარ ბევრი წელია უკვე პატრიარქთან და ასევე მამა დავით ჭინჭარაულთან, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია. ვცდილობდი მეპოვა ყველაზე კარგი გამოსავალი იმ დაძაბულ პერიოდში . ამ საუბრებს უკანონოდ იწერდნენ, ეს არის 2017-18 წლები. ამით დასრულდა მითი, რომ მხოლოდ წინა ხელისუფლება უსმენდა ყველას !!! ქართული ოცნებაც უსმენს უკანონოდ ყველას.”

თეგები: ეკა ბესელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved