ჩხუბი საკრებულოში – ერთმანეთს “ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდნენ.
მანამდე, საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, ლილე ლიპარტელიანმა ფოტო გადაუღო გიორგი იანტბელიძეს და იკითხა რატომ ესწრებოდა ის სხდომას. “ოცნების” დეპუტატმა საპასუხოდ თქვა, რომ ის სპორტსმენია, დარბაზში გაისმა რეპლიკა “სპორტსმენი კი არა ზონდერია”.
დაპირისპირება ზარნაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელს გიორგი იანტბელიძეს ოპოზიციის ნაწილისგან შეფასება “ზონდერი” არ ეკუთვნის.
“მეგობრებო გიორგი იანტბელიძე იცით ვინ არის, ვისაც ესენი “ზონდერს” ეძახიან?! გიორგი იანტბელიძე არის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მედალი აქვს მოპოვებული და ნამდვილად არ ეკუთვნის ამ ადამიანებისგან ასეთი შეფასება. ეს არის მწვრთნელი, ღირსეული ადამიანი,” – განაცხადა კოტე ზარნაძემ.














კომენტარები