ვიდეოში კარგად ისმის ხმა, როგორ აიძულებს და აქეზებს დედა არასრულწლოვან შვილს, მამის მანქანას დააზიანოს და მამას თავში ქვა ჩაარტყას. საქმე ერთი შეხედვით, ძალიან ბანალურია, გაშორებული მშობლები და დედასთან დარჩენილი ბავშვები. წლების განმავლობაში, დედა მამას შვილების ნახვას უკრძალავდა, თუმცა დღეს, დავა გრძელდება ბავშვებისათვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე. წლების განმავლობაში დედისა და მისი ოჯახის ზეგავლენების შედეგად უარყოფილი მამა, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა.
სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, დედა ყოფილ ქმარს ესემესს უგზავნის და ემუქრება, რომ მივა მის სახლთან და ბავშვს მანქანას დაალეწინებს. როგორც ,,ალიას” უყვებიან, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ, 2019 წელს ეს მასალა გადაგზავნილია შსს ბათუმის მეორე განყოფილებაში, თუმცა დღემდე რეაგირება არ მოყოლია! სააგენტოც ადასტურებს ზეგავლენებს, თუმცა საკმარისი რესურსი არ გააჩნია, უზრუნველყოს ბავშვების ძალადობისგან დაცვა! საქმეში არსებული პირები, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და ბავშვის ადვოკატი, ადასტურებენ ბავშვზე წლების განმავლობაში განხორციელებულ ზეგავლენებს, რაც ხელს უშლის მამისა და შვილის ურთიერთობის აღდგენას, თუმცა არანაირი ბერკეტი არ აღმოაჩნდათ სახელმწიფო უწყებებს, ებრძოლონ ამ ძალადობრივ მანქანებს და ბავშვები რჩებიან ძალადობრივ გარემოში!!
სამწუხაროა, რომ სასამართლო სააგენტოსკენ იშვერს ხელს პრობლემის მოსაგვარებლად და ხშირად იზიარებს ბავშვის აზრს, რომელიც მხოლოდ ზეგავლენის შედეგია.














კომენტარები