“ქართული ოცნების” დეპუტატი, ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს, მარიამ მეყანწიშვილს 9 აპრილის მემორიალთან ფიზიკურად გაუსწორდა.
მმართველი პარტიის ლიდერი აქტივისტების პროტესტმა გააღიზიანა. მარიამ მეყანწიშვილი ბექა დავითულიანს “მონას” და “რუსეთის აგენტს” ეძახდა.
“ქართული ოცნების” დეპუტატის განმარტებით, მან უბრალოდ “გაწია” აქტივისტი იმიტომ, რომ ხელს უშლიდა კომუნიკაციაში. გაწევა რომ ფიზიკური იძულებით მოხდა, არც ამას უარჰყოფს.
გავწიე უბრალოდ იმიტომ, რომ ხელს მიშლიდა თქვენთან კომუნიკაციაში. თავზე რომ დაგადგეთ, გაგინოთ და მონა გეძახოთ და თქვენ რომ ესე გამიკეთოთ, ეს არის ციხეში ჩასასმელი საქმე? ჩავყავი ხელი ჩემსა და მას შორის და გავწიე,” – თქვა ბექა დავითულიანმა.
რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს, მისი განცხადებით, ის სასამართლოში სარჩელის შეტანას არ აპირებს, რადგან წინასწარ იცის, რომ მოსამართლე ბექა დავითულიანის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლება.
საკრებულოს წევრების მემორიალთან მისვლის დროს, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “მონებო”; “რუსებო”; “სამარცხვინოებო”.
ვიდეო – მთავარი:
















კომენტარები