• რეკლამა
  • კონტაქტი
07:47, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ასეთი კაცის გამო ღირდა” – ვინ არის წყვილი, რომელმაც სოციალური ქსელი აალაპარაკა

ალია ავტორი - ალია
15:58 03-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

“ჩემო ძვირფასო მეუღლევ, ასე ბედნიერი მყავდე ასი წელი. გილოცავ შენს დღეს”, – ამ სათაურით ვიდეოს, სოციალურ ქსელში რამაზ ბერიშვილი ავრცელებს, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  

„მშობელი“ დაინტერესდა, თუ ვინ არის წყვილი, რომელმაც ათასობით პოზიტიური კომენტარი დაიმსახურა.

როგორც აღმოჩნდა, წყვილი მარტვილიდანაა და სამ შვილთან ერთად სალხინოში ცხოვრობს. მათი ერთად თანაცხოვრება 28 წელს ითვლის და, როგორც „მშობელს“ შვილები უყვებიან, მამა ხშირად ანებივრებს დედას მსგავსი საჩუქრებთ. ეს კონკრეტული ვიდეო კი დედის დაბადების დღეს ეძღვნება.

დედა სკოლაში მუშაობდა, თუმცა პანდემიის მერე შვილიშვილის აღზრდითაა დაკავებული. ვიდეოს მთავარი მოქმედი პირი, მამა კი სკოლის მოსწავლეებს ემსახურება ტრანსპორტით.

„მშობლები მარტვილიდან არიან, კერძოდ, სოფელ სალხინოში ვცხოვრობთ. 29-ე წელი დაიწყო, რაც ერთად არიან. წელს 21 იანვარს ქონდათ ქორწინებიდან 28 წლის იუბილე. სამი შვილი ჰყავთ, ორი გოგო და მე. დიდი ხანი არ არის, რაც ბებია-ბაბუა გახდნენ. მამაჩემი ბევრად რომანტიული ადამიანია. ყოველთვის მოაქვს ყვავილები. თუ გზაში სადმე დაინახა, თუნდაც ვინმეს ეზოში, შეიპარება, შეკრავს ლამაზად და სახლში მოაქვს. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არ მჭირდება ფილმების ყურება სიყვარულის ისტორიებზე, რადგან ყველაზე მეტად ამათში ჩანს ის, რაც შეიძლება დაინახო. სახლში დედას არასდროს გაუკეთებია საჭმელი მარტოს, სულ ერთად ფუსფუსებენ და ჩვენ კი ვსუქდებით დეგუსტატორები (უფრო ჩემი დები). მარტო ოჯახის მიმართ არა, ზოგადად ყოველთვის ცდილობს ადამიანი გაახაროს. ერთი სიტყვით ჩვენი სანტაა. წლის დასაწყისში ჩემს დას მოუყვანა მანქანა, წლის ბოლოს მე. ცხოვრებაში ძალიან ბევრი დაბრკოლება გამოიარეს. ყველანაირი გაჭირვება გამოვლილი აქვთ, მაგრამ ერთმანეთის გვერდში დგომით, უკან არასდროს დაუხევიათ. ვინც გვიცნობს, ყველამ იცის საიდან მოდიან და როგორი გზით მოვიდნენ“, – გვიყვება გიორგი.

როგორც გიორგი ამბობს, წყვილმა ერთმანეთი პირველად გასვენებაში ნახა, ერთი წლის თავზე კი, ისევ მამის აქტიურობით, ოჯახი შექმნეს.

„ესენი მეოცე საუკუნიდან მოდიან და მოგეხსენებათ კლუბური ცხოვრება და რესტორნები მაშინ ასე აქტუალური არ იყო. პირველი შეხვედრა გასვენებაში შემდგარა. მას მერე მამა თურმე სისტემატიურად აკითხავდა დედას, რომელიც იმ დროს, კოლმეურნეობაში მუშაობდა ბუღალტრად. მერე, როგორც ხდება, საერთო ნაცნობიც ჰყავდათ შუამავლად, გაცნობიდან ერთი წლის თავზე კი, 1993 წლის 21 იანვარს, ოჯახი შექმნეს. იმ დღეს მოუთოვია-თურმე ძალიან, ამბობენ 1.2 მ იყოო, მაგრამ ასეთი კაცის გამო ღირდა“.

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული, არ ყოფილა ერთადერთი და გიორგი გვიყვება, რომ მამამ დედას ხელი, ხელმეორედ საავადმყოფოში სთხოვა.

„არასდროს დამავიწყდება, დედა კლინიკაში იწვა, ოპერაცია გაიკეთა, მამას კი ყოველ დღე ყვავილები მიჰქონდა. ერთ ღამეს, ნახვის საათები მორჩენილი იყო, ვინ და ვინ არ შეაწუხა, ავიდა პალატაში და ხელი მეორედ სთხოვა“.

ოჯახისთვის, მათთვის ერთი ჩვეულებრივი დღის საჩუქარზე საზოგადოების ასეთი გამოხმაურება, მოულოდნელი აღმოჩნდა.

„არავის გვეგონა ასეთი საჯარო თუ გახდებოდა და ამდენი თბილი სიტყვა წამოვიდოდა. დღეს დილით რომ გავიღვიძეთ, ყველა ერთმანეთს ვეკითხებოდით, ეს ნამდვილად ხდება თუ არა. დედა ნაკლებად აქტიურია სოც ქსელში. მამა სამსახურიდან გამომდინარე უფრო მოიხმარს, მაგრამ ყველას ერთნაირი რეაქცია ჰქონდა. არ ეგონათ თუ ამდენ მოწონებას და გამოხმაურებას დაიმსახურებდნენ. მთელი დღე კომპიუტერთან ზის დედა და კითხულობს კომენტარებს. ამბობს, რომ მცოდნოდა, გამოვიპრანჭებოდიო. მეგობრები ურეკავენ და მთელი დღე ეიფორიაშია“.

კითხვაზე, თუ როგორ მშობლები არიან ისინი, გიორგის მოკლე პასუხი აქვს: მშოფლიოში საუკეთესო.

“გულწრფელად ვამბობ, ეს, რაც თქვენ ნახეთ, ჩვენთვის ყოველდღიურობაა”.

mshobeli.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved