შაკო ჩაჩანიძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს და წერს:
“აი ეს არის მართლა მარაზმი!! ვიღაც შეიძლება სიკვდილს ებრძვის ამ დროს და სასწრაფომ ვერ მიუსწროს!!! ყველა პროტესტს აქვს თავისი ფარგლები აი ეს რაც ამათ ჩაიდინეს არის დანაშაული!”
ვიდეო წუთნახევარი გრძელდება და ჩანს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა გაატარეს.
უცნობია, რატომ არ დაუგეგმა 112-მა სასწრაფოს მანქანას ალტერნატიული მარშრუტი, ან, თუ ვერ მოხერხდა ალტერნატიული მარშრუტის დაგეგმვა, რატომ არ გააცილა ის საპატრულო პოლიციამ. ვიდეოში ჩანს, რომ ცოტაც და შეიძლება კონფლიქტი გართულდეს, თუმცა, ახლოს არ ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, როგორც ჩანს, აქციის მიმდებარე პერიმეტრი შსს-ს მიერ არ კონტროლდება, ან ცუდად კონტროლდება.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, “ოქროს კითხვა” იგივეა, გამიზნულად იქცევა ასეთ სიტუაციებში მსგავსად შსს-ს, თუ მართლაც ამდენად არ ჰყოფნის კომპეტენცია?
კომენტარები