• რეკლამა
  • კონტაქტი
03:56, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვერც სიმულაცია, თვითდაზიანება და რაიმე ამდაგვარი ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის, მით უმეტეს, გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
16:43 05-14-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
290

ვერც სიმულაცია, თვითდაზიანება და რაიმე ამდაგვარი ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და მით უმეტეს, გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მომსახურების თვალსაზრისით, საპატიმროებში ვითარება რადიკალურად გაუმჯობესებულია.

„ეს აღარ არის ის საპატიმროები, რომელიც იყო წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც წლის განმავლობაში 150 ადამიანი იღუპებოდა. დღეს 12-ჯერ არის შემცირებული ეს სტატისტიკა, რადგან არის სრულიად სხვა მომსახურება და სრულიად სხვა პირობები. შესაბამისად, ყველა პირობა უზრუნველყოფილია და თუ ვინმეს სურს თვითდაზიანება, სიმულაცია და ა.შ, ბუნებრივია, ის წარმატებული ვერ იქნება ასეთ პირობებში.

საქართველოში ყველანაირი საშუალებაა მკურნალობისთვის, თუ ამის საჭიროება იქნება და დღეს ამის საჭიროებაც არ არის. რომ არ იცით დიაგნოზი და ამხელა პანიკა გაქვთ აწეული, ეგ მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ყველაფერი არის საპნის ბუშტივით. დიაგნოზიც კი არ იცით და ერთი კვირაა, ამხელა კამპანია გაქვთ აწეული. რატომ არ იცით დიაგნოზი, რადგან ვიღაცები შევიდნენ და არ აწყობდათ იმ დიაგნოზის გამოტანა, რომელიც სინამდვილეში არსებობდა. სინამდვილეში არავითარი პრობლემა არ არის. ადამიანი თვითდაზიანებას ცდილობს და იმასაც კი არ აკეთებს, სიმულირებს. დიაგნოზი იმიტომ არ იცით, რომ არ გაწყობთ ეს დიაგნოზი. ერთკვირიანი კამპანია რომ გაქვთ აწეული, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ თავიდან ბოლომდე ამ კამპანიას აქვს მხოლოდ პოლიტიკური შინაარსი. თქვენ რომ არ იცით, ეს უკვე არის ჩემთვის დიაგნოზის ცოდნა. თქვენ რომ გცოდნოდათ, პირველი გამოიტანდით ამას. რომ არ გაქვთ გამოტანილი, ე.ი. დიაგნოზი არის სუფთა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ასეულობით პატიმარს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შედარებით, ბევრად უარესი მდგომარეობა აქვს, მაგრამ არც ერთის შემთხვევაში არ დგას საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი, რადგან კობახიძის თქმით, ეს არის აბსურდი.

„თქვენ რომ ჩაიხედოთ სასჯელაღსრულების სისტემაში, აღმოაჩენთ ალბათ ასეულობით პატიმარს, რომელსაც ბევრად უარესი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, მაგრამ არც ერთის შემთხვევაში არ დგას ბუნებრივია საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი, რადგან ეს არის აბსურდი. ასეთივე აბსურდია სააკაშვილის შემთხვევაშიც, რადგან საქართველოში აკრძალულია დისკრიმინაცია და არავის აქვს უფლება, სააკაშვილს მიუდგეს დისკრიმინაციულად, თუნდაც პოზიტიური კუთხით. პატიმრების მდგომარეობა უნდა იყოს თანასწორი და თანაბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved