“სხვაგვარი მუშაობის პირობებშიც, ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიაზე სახელმწიფოს რეაგირებაზე საუბრობს. ეს განცხადება მან შოვში გააკეთა.
“სამუშაოები არ შეჩერებულა. სამუშაოები გრძელდებოდა მთელი პერიოდის განმავლობაში იმ საშუალებებით, რა საშუალებებიც იყო ხელმისაწვდომი სამაშველო სამსახურისთვის… პროცესები წარიმართა ეფექტიანად, რაიმე სხვა სცენარი რომ წარმოიდგინოთ, სხვაგვარი მუშაობის პირობებშიც ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა. ეს არის ის, რაზეც, ალბათ, პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ, – ამბობს კობახიძე.
კომენტარები