• რეკლამა
  • კონტაქტი
13:38, შაბათი, 24 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვერაფრით ამოვხსენი რებუსი, პრემიერ-მინისტრიც კაცზეა ოფიციალურად დაქორწინებული – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
12:07 08-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ვერაფრით ამოვხსენი რებუსი, რას ნიშნავს, მეორე ლუქსემბურგი უნდა გავხდეთო, რომ გასცა საარჩევნო დაპირება პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა. – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი.

“ვერაფრით ამოვხსენი რებუსი, რას ნიშნავს, მეორე ლუქსემბურგი უნდა გავხდეთო, რომ გასცა საარჩევნო დაპირება პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა. ჯუჯა სახელმწიფოა, კახეთზე ოთხნახევარჯერ პატარა, ერთ სულზე მშპ-ს ოდენობით  ნომერ პიეველია მსოფლიოში, 28-ჯერ მეტი აქვს საქართველოსთან და 3-ჯერ მეტი საფრანგეთთან შედარებით. არის საბანკო ოფშორი, სადაც განლაგებულია მსოფლიოს 200 წამყვანი ბანკი. საქართველოში მხოლოდ ერთი იყო ასეთი და ისიც გაიქცა. ნებადართულია კაცის კაცზე ქორწინება. პრემიერ მინისტრიც კაცზეა ოფიციალურად დაქორწინებული. 
მოკლედ, ვერაფრით მივაკვლიე ხელჩასაჭიდ მსგავსებას. 
სინგაპური გვინდა გავხდეთო რომ ვამბობდით, ამას ხომ არ ბაძავს მეთქი, მაგრამ სინგაპურში რასაც ვგულისხმობდით ნათელი იყო-მინიმალური ნებართვები და ზოგადად მეტი თავისუფლება ბიზნესის კეთების საქმეში. 
იქნებ იმას გულისხმობდა, რომ ლუქსემბურგი კონსტიტუციური მონარქიაა, ე.წ. დიდი ჰერცოგი ჰყავს, რომელიც მართავს მთავრობას? მაგრამ ის კაცი ღიად მართავს ნაქირავებ სასტუმროში განთავსებულ მთავრობას, ეს კი ვერ გაიგებ რომელი რეზიდენციიდან გასცემს ბრძანებებს ფარულად. ვერაფერი გავიგე! თქვენ? – წერს  ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე. 
ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved