ვერ ვენდობი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით, რაც დევს – ამის შესახებ “რიონის ხეობის მცველმა”, ვარლამ გოლეთიანმა კომპანია ENKA-სა და ხელისუფლებას შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე განაცხადა.
“ჯერ არ ვიცი რამდენად დაზუსტებული ინფორმაციაა რაც ვრცელდება და ცოტა შინაგანად ისე ვარ განწყობილი, წინასაარჩევნო ტრიუკივით არ იყოს.
ველოდები მაინც საბოლოო დადასტურებას ეკონომიკის სამინისტროსგან და თვითონ ENKA-მაც თავის გვერდზე რომ დაწეროს” – ამბობს გოლეთიანი.
შეგახსენებთ, ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამოხვანში ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.
კომენტარები