თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან აცხადებს:
„ვერ მომიყვანთ ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას „ქართული ოცნების“ მხრიდან. საერთოდ, რომელ ძალადობრივ ფაქტზე საუბრობთ? რომელ ძალადობრივ ფაქტს ახალისებს „ქართული ოცნება“? რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხად ძალადობას არ უნდა ვიღებდეთ. არ უნდა წახალისდეს ძალადობა. ამის მაგალითია ისიც, რომ პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილს ესვრიან და ოპოზიციას ამ ადამიანის გმირად შერაცხვის მცდელობა აქვს. ძალადობას ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ“
კომენტარები