• რეკლამა
  • კონტაქტი
04:29, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვერ მოერიეთ ერთ ბერიკაცს, თავისი ბნელი მრევლიანად… სწორედ ეგენი გადენენ სისხლს”

ალია ავტორი - ალია
01:09 04-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

ყოფილი დეპუტატი, მაია ნადირაძე, სოციალურ ქსელში, წერს: 

“საქართველოს მთავრობა, ხელისუფლების პროფანაცავიავ და უტვინო მავნებლების ხროვა! რას აკეთებთ, რა ჩაიფიქრეთ, რა მეთოდი გაქვთ ქვეყნის დაჭაობების, ხალხის (და არა ქოცების) გაგიჟების და უსუსურების მორევში ჩახრჩობის?


არ გადარდებთ, რომ ადამიანები ექიმთან ვერ მიდიან და უსუსურობისგან კიდევ უფრო მძიმდებიან?! არ გადარდებთ იმიტომ რომ თქვენ “ნარუშილოვკა” გაქვთ?


არ გადარდებთ, რომ ადამიანებს შვილები ვერ მიყავთ ექიმთან და მოხუც მშობლებს პურსაც ვერ აწვდიან? არ გადარდებთ, იმიტომ რომ თქვენ ახლობლებს ეს პრობლემა არა აქვთ.


არ გადარდებთ, რომ ადამიანები კარანტინის დროსაც კვდებიან (არა მარტო პოლიციელის ნასროლი ტყვიით) და ასეთ დროს მესაფლავემდეც ვერ მიდის დამწუხრებული ჭირისუფალი.

ესეც არ გადარდებთ, იმიტომ რომ გგონიათ, რომ თქვენ არ მოკვდებით?!


არ გადარდებთ, არ გყოფნით ჭკუა და საზრიანობა, რომ წარმოიდგინოთ რა უსაშველო პრობლემებს უქმნით ადამიანებს ყოველწამიერად. და მერე ამას ცინიკურად, ხალხზე ზრუნვით ნათლავთ.

მაგრამ ყველაზე ცინიკური მაინც ის არის, რომ მთელი ეს კასკადი კრეტინიზმის – კარანტინი, მანქანების აკრძალვა, ცოლ-ქმრის ან დედა- შვილის გვერდიგვერდ ჯდომის აკრძალვა, ინვალიდი #144 (ორი დღეა ვრეკავ) და ათასი სხვა სისულელე, იმიტომ გააკეთეთ, რომ ვერ მოერიეთ ერთ ბერიკაცს, რომელიც თავის ბნელი მრევლიანად თქვენი მხარდამჭერები გგონიათ. ეგზარხოსი, რომელსაც სულიერ მამას ეძახით, ისე გიშლით პირს, როგორც ეს არაერთხელ უქნია და აქ გელით ცინიზმის კულმინაცია:

აი, სწორედ ეგ მშიერი და უკმაყოფილო მრევლი მოგადგებათ დენდროპარკის თუ მინის კოლბის მისადგომებთან. ვერ აუხვალთ მათ გაუმაძღარ გვამებს, ძუნწო რეგვნებო! დიახ, სწორედ ეგენი იქნებიან სისხლს რომ გადენენ… იმიტომ, რომ ჩვენ, ადამიანებს (და არა ქოცებს) არა მარტო იმდენი გონიერება გვაქვს, რომ კარგი და ცუდი გავარჩიოთ, შეასაბამისად იმის უნარიც გვაქვს, რომ თავი გადავირჩინოთ, ერთმანეთს დავეხმაროთ და ქოციანობის ჭირი გადავაგოროთ.
თქვენ რა გეშველებათ, თქვენ?
-არაფერი! ისევე როგორც სერგო ორჯონიკიძეს და მის ძმებს.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved