• რეკლამა
  • კონტაქტი
19:48, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვერ გამოვრიცხავ მაგას… არანაირი მტკიცებულება არ გამაჩნია ლოგიკის გარდა“ – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
16:47 12-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
542

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, წინა კვირა უკრაინაში მებრძოლ ქართველ მეომრებზე ხელისუფლების თავდასხმით გამოირჩეოდა. ჯერ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეუტია ამ ხალხს, როდესაც განაცხადა, რომ „ომის პარტიის“ წევრებს ძალად მიჰყავთ ქართველები უკრაინაში საბრძოლველად. ძალით ომში ადამიანი, როგორ უნდა წაიყვანო?

– მედია საშუალება არ დარჩა, რომ  პრემიერის ეს განცხადება არ განეხილა და უამრავი კომენტარი გაკეთდა საზოგადოების სხვა და სხვა სფეროს წარმომადგენლებისგან. ბუნებრივია, მეც იგივე შთაბეჭდილება დამრჩა, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს – რაცნაირად დამამაცირებელი ტონით იყო ეს ნათქვამი. აი, რომ დაგცინიან რაღაცის გამო, ეგეთი ტონით იყო ნათქვამი. უკრაინაში მებრძოლი ქართველების შეურაცხყოფის მიყენების მიზნით გაკეთდა ეს განცხდება. თან უმადურობაც ჩანდა. სახელმწიფოს რომ წარმოადგენ, თან ქვეყნის პირველი პირი ხარ, რაღაც მოგწონს თუ არ მოგწონს, რაღაცას ეთანხმები თუ არ ეთანხმები, ცოტა მეტი თავშეკავებული და გაწონასწორებული განცხადების გაკეთება გმართებს. სამწუხაროა, რომ ქვეყნის პირველი პირი  საკუთარ სურვილებს, ან საკუთარ შეხედულებებს ასაღებს სახელმწოფო პოზიციად.

– ამის გაგრძელება იყო მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომ უკრაინაში მებრძოლებს  ჩამოერთვათ საქართველოს მოქალაქეობა. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონით,  ვინც უცხო ქვეყნის თავდაცვის ძალებში, პოლიციასა და სპეცსამსხურებში მუშაობს, სახელმწიფოს შეუძლია მათ მოქალაქეობა ჩამორთვას. თუმცა, ასეთ შემთხვევშიც, მოქალაქეობის უპირობოდ ჩამორთმევას კანონი არ ითვლისწინებს. ამას, როგორც იურისტს გეკითხებით.

– კი, ასეთ შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოდ უპირობო ვალდებულება არ არის, ჩამოართვას მოქალაქეობა პირს. ეტყობა, არ იციან, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, „მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია” და “საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა.” გარდა მაგისა, ჩვენ ორმაგი მოქალაქეობაც გვაქვს, ეს ნუ გვავიწყდება და ბევრს, ვინც იბრძვის უკრაინაში, ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ამ ხალხს აქვს უფლება, ქვეყანაში,  სადაც ძირითადად მუშაობენ, იყვნენ იქ, იმუშაონ და დარჩნენ საქართველოს მოქალაქეებადაც. სტანდარტი გარკვეულია და თუ ხელოვნურად უნდათ დაძაბულობის შეტანა, ეს სხვა საკითხია. ეს განცხადებები იმას ემსახურება, რომ მოქალაქეობის დაკარგვის შიშით, უკრაინაში მყოფმა ჩვენმა მებრძოლებმა, მათმა ნაწილმა  მაინც, უარი თქვას ბრძოლზე, დაბრუნდნენ საქართველოში და ვინც მომავალში აპირებს წასვლას, გადაიფიქრონ და არ წავიდნენ, არ იბრძოლონ უკრაინის მხარეს. თუმცა, ეს არ გამოუვათ. აი, რაც შეეხება ომში ხალხის ძალით წაყვნას, მაგ საკითხზე მეც ვიფიქრე, მაგრამ ახსნა ვერ მოვუძებნე, ძალით როგორ უნდა წაიყვანო ვინმე იმ სასაკლაოზე, რაც დღეს უკრაინაშია.

– ქალაქ ბახმუტის ალყის გარღვევაში, ლომის წილი დაიდეს ქართველმა მებრძოლებმა. ეს ხომ არ იყო ბოლო წვეთი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მოთმინების ფიალაში და ამის მერე  ხომ არ დაავალეს ჩვენს ხელისუფლებას, რაიმე ეღონათ უკრაინიდან ქართველი მებრძოლების საქართველოში დასაბრუნებლად?

– ვერ გამოვრიცხავ მაგას. არანაირი მტკიცებულება არ გამაჩნია ლოგიკის გარდა. ერთი ცხადია – ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს უსრულებს რუსეთის ხელისუფლებას, 10 თვე გავიდა ომის დაწყებიდან და ერთი ნაბიჯი  გადაუდგამთ რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ.  როდესაც სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეს არ იცავს მის ინტერესებში, მაშინ ყველაფერი დასაშვებია. მესამე ძალის მოთხოვნა, ჩარევა და ა.შ. საქართველოს კონსტიტუცია ბევრ რამეს ამბობს და ვიმეორებ, იქ ისიც სწერია, რომ საქართველოს სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს უცხოეთის ნებისმიერ ქვეყანაში. როგორ იცავს უკრაინაში საქართველოს სახელმწიფო საკუთარი მოქალქეების ინტერესებს, ეს უნდა მოვკითხოთ საქართველოს მთავრობას. ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები, ამის საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ და მოქალაქეობის ჩამორთმევითაც კი  ემუქრებიან. შენი ქვეყნის მოქალაქეს ეს არ უნდა აკადრო. ეს იგივეა მაგალითად, რომ თქვა, ვინც არ მომწონს, იმას გავაძევებ ქვეყნიდანო, როდესაც ყველა საერთაშორისო კონვენციით მოქალაქის გაძევება აკრძალულია. როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ვინც ამ საკითხზე განცხადებებს აკეთებენ, ან ეს არ იციან, ან პატივს არ სცემენ საერთაშორისო სამართალს, იმ საერთშორისო კონვენციებს, რომელთაც მიერთებულნი ვართ და მათი შესრულების ვალდებულება გვაქვს აღებული.

– კიდევ ერთი ცუდი ტენდენცია დამკვიდრდა. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების პანაშვიდებსა და დაკრძალვაზე ვერ მიდიან რუსეთისგან შეშინებული ჩვენი ხელისუფლების წარმომდგენლები.

– ეგ უკვე აშკარად იკითხება, რომ რუსეთს აღიზიანებს და რუსეთი, რომ არ გაღიზინდეს, ვერც პანაშვიდებზე მიდიან, ვერც დაკრძლვებზე  ჩვენი მებრძოლებისა. ამბობენ, ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებს და ღირსეულ პატივს მივაგებთო, ღირსეულად დავკრძალავთო და ამათი ღირსეულად დაკრძალული მებრძოლები ვერ ვნახე. ყველანი ოჯხებმა დაკრძალეს ღირსეულად და არა მთავრობამ.

 

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved