• რეკლამა
  • კონტაქტი
22:38, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვერ გადავრჩებით. გავქრებით. ვინც გაასწრებს, გაასწრებს. ეგაა სულ…“ – ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
11:19 01-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის“ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების კრიტიკას აღარ ითვალიწინებს და ძალაუფლების არჩევნების გზით დათმობას არ აპირებს. 

იგი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან აშშ-ის საელჩოს კრიტიკის პასუხად გააკეთა. 

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე ხელისუფლებამ დაინახა, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს მოითმენს. 

„ეს არ არის პირველი შემთხვევა და არც კობახიძეა პირველი ვინც დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკას პასუხობს ასეთი შინაარსისა და ტონალობის ტექსტით.

თვეებია რაც ეს „პატერნი“ ჩამოყალიბდა:

1. დასავლეთი აკრიტიკებს ოცნების რომელიმე კონკრეტულ ნაბიჯს რომლითაც ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას იგდებენ ხელში ან იმყარებენ უკვე არსებულ ძალაუფლებას, რითაც კიდევ უფრო ზრდიან პოლარიზაციას, კიდევ უფრო აშორებენ ქვეყანას ევროატლანტიკურ სტრუქტურებს, კიდევ უფრო კლავენ განვითარების შანსებს და ა.შ. (ასე მოხდა უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანის ჩაბეტონების შემდეგ, სრულად პროპორციულ და 2%-იან ბარიერიან საარჩევნო სისტემაზე არ გადასვლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანის ძალაუფლების გაძლიერების შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმების შემდეგ)

2. დასავლეთის კრიტიკაზე ოცნების სინდისისგან (ნაწილი) და/ან ტვინისგან (ნაწილი) დაცლილი მოლაპარაკე თავები პასუხობენ რომ ა) ჩვენ დასავლელ მეგობრებს არ ესმით კარგად რა მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარეს მათ და რომ ეს რეფორმა იყო ერთადერთი სწორი და აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო ბ) დასავლეთის კრიტიკაში შეცდომებია („ტექნიკური ხასიათის“), რომლებიც იმით არის გამოწვეული რომ ჩვენი მეგობრები არ ფლობენ სრულად ინფორმაციას გ) დასავლეთიდან წამოსული კრიტიკა არასწორია და რომ ეს კონკრეტული ბიუროკრატების ბრალია (აშშ-ს ელჩს დაადეს პირდაპირ ხელი) დ) ასეთი კრიტიკის გამო დასავლეთი ნდობას კარგავს „ქართული საზოგადოების“ თვალში ე) იქით მიუთითებენ პრობლემებზე, მაგალითად 5 ივლისის სისხლიან დარბევაზე წამოსულ კრიტიკაზე ახლანდელმა პარლამენტის სპიკერმა უპასუხა თქვენც ხომ ვერ შეაჩერეთ BLM-ის აქციების დრო ქუჩაში ძალადობაო.

3. ოცნების მხრიდან ასეთი პასუხი მყისიერ საჯარო მხარდაჭერას პოვებს პრორუსული ფაშისტური ჯგუფების მხრიდან, იქნება ეს ალტ-ინფომაგვარი წარმონაქმნები, საპატრიარქოს მაღალი თუ დაბალი იერარქები თუ რუსეთის რომელიმე ცალკეული გავლენის აგენტი – ვინ ეკითხება დასავლეთს ჩვენ როგორ ვიცხოვრებთ, თავიანთ პედარასტებს მიხედონ მაგათ, მაგ ქვეყნების ასაკის მუხა გვიდგას ჯემალას ეზოში, მაგათზე უკეთ ვიცით როგორ უნდა ავაშენოთ ქვეყანა.

ეს არ ხდებოდა 2021 წლამდე. შარშან დაიწყო. მანამდე ოცნება რიტორიკის დონეზე მაინც ანგარიშს უწევდა დასავლეთის აზრს. 2020-მა გადატეხა სიტუაცია, როდესაც პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ზომების ფონზე ივანიშვილი/ოცნება დარწმუნდა რომ „ეს ხალხი ყველაფერს აიტანს“, კლასიკაა უკვე.

რომ გავამარტივოთ:

1. ივანიშვილი/ოცნება არ თმობს ძალაუფლებას, პირიქით, და ამას სწირავს ჩვენი შვილების მომავალს
2. დასავლეთი ეუბნება რომ ასე ქვეყანას კიდევ უფრო ეტირება დედა
3. ივანიშვილი სატელიტებით პასუხობს გამოექანეთ რაშმორიდანო. ეს ყველაფერი ცხადია მოსწონს რუსეთს, რადგან დასავლეთთან გაუცხოება ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს:

1. არანაირი ნატო და რუსეთისგან უსაფრთხოება საქართველოში
2. არანაირი ეკონომიკური დამოუკიდებლობა საქართველოსთვის
3. არანაირი ლიბერალური დემოკრატიის წარმატებული მაგალითი რუსეთის სამხრეთ საზღვართან
4. რუსეთის მხრიდან მორიგი დემონსტრირება მსოფლიოსთვის რომ ეს რეგიონი არის მისი ბოსტანი

5. გრძელვადიანად სრულად რუსეთის კეთილ ნებაზე ჩამოკიდებული საქართველო (და ჩვენი შვილების მომავალი თუ მანამდე არ გაიქცნენ აქედან) და, შესაბამისად კავკასიაც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულებისთვის, რომლებიც ამას ვერ ხედავენ (ვინც ხედავს და ეს უნდა, მათთვის ახსნას აზრი არ აქვს), მაინც ავხსნი რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე:

1. არ იარსებებს არანაირი არაღიარების პოლიტიკა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების პროცესი წავა თითქმის დომინოს პრინციპით
2. ამ ქვეყანაში არ შემოვა ფული, რომელიც არ გვაქვს, საერთოდ არ გვაქვს, არადა გვჭირდება განვითარებისთვის, და დავრჩებით ისეთივე განუვითარებელ უტვინო სირებად, როგორებიც ახლა ვართ (პირველ რიგში პუტინის თვალში)

3. გრძელვადიანად – ვერ გადავრჩებით. გავქრებით. ვინც გაასწრებს, გაასწრებს. ეგაა სულ. 

თუმცა, უნდა ვაღიაროთ რომ რუსთაველი ლამაზად გაანათეს, გიჟდება ხალხი“, – აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე.  

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც აღნიშნული სამსახური გაუქმდა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა კავშირი აქვს ვლადიმერ სტეფანიანის ოჯახს  მოთხილამურეს დაღუპვასთან?
ახალი ამბები

რა კავშირი აქვს ვლადიმერ სტეფანიანის ოჯახს  მოთხილამურეს დაღუპვასთან?

21:02 11-12-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved