• რეკლამა
  • კონტაქტი
11:59, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვერ გაამართლა ტაქტიკამაც „გენდერულად” ფემიდები მიუქსიეს კობახიძეს“ – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:51 07-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,348

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე:

„როდესაც „ოფშორმედიის“ ე.წ. ჟჟჟურნალისტი ირაკლი კობახიძის პრეს-კონფერენციაზე არ შემოიფარგლება საკუთარი სტატუსით, გამოდის კითხვა-პასუხის ფორმატიდან, შედის ოპონირებაში, მუდმივად აწყვეტინებს რესპონდენტს, მანიპულირებს ფაქტებით და სიცრუეში ბრალს სდებს მას, ის რა თქმა უნდა, აღარ წარმოადგენს „მედიას“ – ის არის პოლიტიკური მხარე, ის არის პარტია.

გარდა ამისა, პრეს-კონფერენციაზე “ოფშორTV”-ს წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა რესპონდენტის მუდმივი პროვოცირებისა და ამით პრეს-კონფერენციის ჩაშლის მცდელობას. აღარაფერს ვიძახი საკუთარი თითქოსდა კოლეგების მიმართ სრულ უპატივცემლობაზე.

მოკლედ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ვინაიდან რესპონდენტი ირაკლი კობახიძე იყო, ერთ-ერთი ყველაზე მყარი ფსიქოლოგიური მდგომარეობის მატარებელი ქართველი პოლიტიკოსი.

„კოლეგისაგან” ოპონირების რეჟიმი გადაიბარა „გლავკანალის” წარმომადგენელმაც, რომელმაც პირდაპირ დაადანაშაულა საქართველო იმაში, რომ მისი ადგილი ლიბერალურ ევროპაში არ არის, ვინაიდან ხელისუფლებას არცერთი ევროპული ლიბერალური პარტიის მხარდაჭერა არ გააჩნია. ის, რასაც ჩვენ მივესალმებით, „გლავკანალმა” ტრაგედიად წარმოაჩინა.

ირაკლი კობახიძის ოპონირების ფორმატში უნებლიედ ჩართვამ მწყობრიდან გამოიყვანა “ჟჟჟურნალისტი”, ვინაიდან დაპროგრამირებული მაპროვოცირებელი რეჟიმიდან გამოიყვანა იგი და დებატებში დამარცხებული დაბალრეიტინგული პოლიტიკური პარტიის წევრად გადააქცია.

ირაკლი კობახიძეზე საბოლოო შეტევის „საპატიო“ მისია იტვირთა „ჭუტავიზიის” წარმომადგენელმა. როგორ აპირებთო არა ცალფეხზე დგომითა და „ანტიდასავლური“ რიტორიკით ევროპული ოჯახის წევრობას.

შუშის თვალებით ისმენდნენ კობახიძის ლექციას იმაზე, რას ნიშნავს: პოლემიკა, უსამართლობა, სამარცხვინო ევრორეზოლუცია და ა.შ. და ვერაფერს რომ ვერ იგებდნენ, ამაზე მეტყველებდა მათი უსუსური მცდელობა, უხეშ და გოიმურ შეურაცხყოფაზე გადასულიყვნენ.

მაგრამ აქაც ვერ გაუმართლათ, მათ წინაშე „მისტერ აუღელვებლობა“ ბრძანდებოდა.

დებატები დასრულდა „ისტ-ვაკელი“ ალქაჯების ისტერიული კბილთა ღრჭენით.

კობახიძის ხარჯზე საკუთარი ნულოვანი თვითშეფასების ამაღლების მცდელობა პროგნოზირებადი წარუმატებლობით დაგვირგვინდა. ვერ გაამართლა ტაქტიკამაც „გენდერულად” ფემიდები მიუქსიეს კობახიძეს, არადა ჰყავთ გოგატიშვილიც, სანაიაც და მელაძეც…”

თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved