• რეკლამა
  • კონტაქტი
01:19, შაბათი, 25 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვერ აღვწერ, რა გავიარე ამ 8 წელიწადში, რამდენი ღამე გავატარე ჩუმად ტირილში…“

ალია ავტორი - ალია
19:17 05-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

„ალიას“ დაუკავშირდა მარტოხელა დედა დარეჯან ალოიანი, რომელმაც ძალიან გვთხოვა, მისი და მისი ქალიშვილის, ლიზის, ისტორია მოგიყვეთ:

„მარტო ვზრდი შვილს, ქირით ვცხოვრობთ, ჩემი გოგონა უკვე 8 წლისაა, დღემდე არავინ შეგვიწუხებია, ავად, თუ კარგად ვახერხებდით თავის გატანას, ჩემი თავი გადადებული მაქვს, მაგრამ ლიზიკოს გამოკვებას ყოველთვის ვახერხებდი და ქირის გადახდას.

ვარკეთილში ვცხოვრობთ, აქ 150 ნომერი „მარშუტკების“ ბოლო გაჩერებაა, იქ მივდიოდი და „მარშუტკებს“ ვგვიდი, თითო ლარნახევარს მიხდიდა. ახლა გაჩერებულია ტრანსპორტი და დავრჩით ასე. ორი თვის ქირა ვერ გადავიხადე. ვის არ მივმართე, ყველა მპასუხობს, მრავალშვილიანებს ვეხმარებით, ან ხანდაზმულებსო…

ვერც იმ ერთჯერად დახმარებაში მოვხვდი, მძღოლებმა რომ მომცენ ცნობა, რომ ნამდვილად „მარშუტკებს“ ვგვიდი, მაგ ცნობის საფუძველზე ვერ დაგეხმარებითო…

რამდენიმე არხმა სიუჟეტი გააკეთა ჩემზე, მათ შორის „ტვპირველმა“, დამეხმარნენ კეთილი ადამიანები და ერთი თვის ქირა გადავიხადე, დამრჩა კიდევ ერთი თვის ქირა და ჭერის გარეშე დარჩენის ძალიან მეშინია, მაგრამ თან ისე ბედნიერი ვარ, არასოდეს რომ არ ვყოფილვარ.

ჩემზე და ჩემს ლიზიკოზე სიუჟეტი უნახავს „ნიუ ჰოსპიტალს“, დაგვირეკეს, თქვენი სამედიცინო მომსახურება სრულად ფინანსდებაო.

საქმე იმაშია, რომ ლიზიკოს თვალების სიელმე აქვს, რამდენიმე თვის იყო რომ შევამჩნიე, მაგრამ ექიმთან წაყვანა ვერ მოვახერხე მთელი 8 წლის მანძილზე, სათვალეც ვერ შევურჩიე და ვუყიდე ვერც ერთხელ, უფრო და უფრო ურთულდებოდა მდგომარეობა, მაგრამ ჩემი მუშაობით, მხოლოდ ქირის გადახდას და საკვების ყიდვა შემიძლია, მეტს ვერ ვახერხებ.

რომ დამირეკეს, ძალიან გამიხარდა, მაგრამ თან იმას ვფიქრობდი, როგორ მივიდე კლინიკამდე, ტაქსის ფული რომ არა მაქვს-თქო და უცებ მეუბნებიან, მანქანას გიგზავნითო – წაგვიყვანეს და მოგვიყვანეს, უკვე ორჯერ ვიყავით…

გასინჯა ექიმმა და დიდი იმედი აქვს, რომ ოპერაცია არ დაგვჭირდება, მაგრამ თუ დაგვჭირდა, ოპერაციის დაფინანსებასაც თავის თავზე იღებენ. სათვალე აურჩიეს ლიზიკოს და სათვალეც თავად გვაჩუქეს. მეორე ფიქრი ის მქონდა, წამლები რომ გამოგვიწერეს, როგორ ვიყიდო-მეთქი და წამოსვლისას, ის წამლები, რომლებიც გამოგვიწერეს, თავად გვიყიდეს და გამოგვატანეს.

ვერ აღვწერ, რას ნიშნავს დედისთვის, რომ მუშაობს და შვილი მაინც ვერ მიჰყავს ექიმთან, რომ იცის, როგორ სჭირდება მის შვილს მკურნალობა და ვერ მიდის კლინიკაში, ვერ ავღწერ, რა გავიარე ამ 8 წელიწადში, რამდენი ღამე გავატარე ჩუმად ტირილში…

ისევე, როგორც ახლა ვერ აღვწერ, როგორი ბედნიერი ვარ, როცა ლიზიკომ დღეს მითხრა, რომ სათვალით და წამლების შემდეგ გაცილებით უკეთ ხედავს…

არ მაქვს სიტყვები, როგორ შემიძლება მადლობა გადავუხადო „ნიუ ჰოსპიტალს“. გარდა იმისა, რომ ასე დაგვეხმარნენ, როგორ აგიხსნათ, თავი გვაგრძნობინეს საჭირო ადამიანებად, წვრილმანია, მაგრამ თუნდაც ის, რომ მანქანით წაყვანა და წამოყვანა არ დაავიწყდათ, თუნდაც ის, რომ მიხვდნენ, არ მექნებოდა არც წამლის ფული, თუნდაც ის, როგორ თბილად მიგვიღეს, რამდენი დრო დაგვითმეს.“

ეს დარეჯანის და ლიზის საბანკო ანგარიშის ნომერია, მათ ისევ სჭირდებათ ჩვენი დახმარება, სანამ ტრანსპორტი აღდგება და დარეჯანი მუშაობის გაგრძელებას შესძლებს:

საქართველოს ბანკი

GE13BG0000000103068217

მიმღები დარეჯან ალოიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved