• რეკლამა
  • კონტაქტი
19:47, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვეფხია კასრაძე მოწმე გამომძიებელს ვიდეომასალაზე – რატომ არ დანიშნეთ ხმის ექსპერტიზა, რატომ ვზივარ ციხეში?

ალია ავტორი - ალია
15:27 07-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
263

რატომ არ დანიშნეთ [ხმის ექსპერტიზა], რატომ ვზივარ ციხეში?- ამ კითხვით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ გამომძიებელ ლევან აბესაძეს მიმართა, – ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” აქვეყნებს.

აბესაძეს კითხვები კასრაძის ადვოკატმა, არჩილ ჭავჭანიძემაც დაუსვა. კერძოდ კი ის, ვიდეომასალა, რომელიც მან დაათვალიერა, იყო თუ არა ორიგინალი.

„თუ მეკითხებით, ვინ გადაიღო, ვერ გიპასუხებთ“, – განაცხადა აბესაძემ.

კითხვაზე, რა იცის, რომ ჩანაწერში კასრაძის ხმაა, ან ჩაატარა თუ არა მან ხმის ექსპერტიზა, გამომძიებელმა უპასუხა, რომ არა. თან, დასძინა, რომ ვიზუალური დათვალიერებისას მონტაჟის კვალი არ ეტყობოდა.

ბრალდებულმა კასრაძემ ხმამაღალი ტონით მიმართა გამომძიებელს.

„რატომ არ დანიშნეთ [ხმის ექსპერტიზა], რატომ ვზივარ ციხეში?“ – მიმართა კასრაძემ აბესაძეს.

მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ხმის ტონის გამო შენიშვნა მისცა.

„ძალიან გთხოვთ, დამშვიდდით და დაბრძანდით, მესმის თქვენი, ამიტომ ახლა რეაგირებას არ ვახდენ, მხოლოდ შენიშვნით შემოვიფარგლები”,- განაცხადა მოსამართლემ.

მან დღეს მოწმის სახით დაბარებულ გამომძიებელს, ლევან აბესაძეს შენიშვნა რამდენჯერმე მისცა.

ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved