დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია:
“აბა ვეომოთ?
ვეომეთ რომს..
ვეომეთ სპარსებს..
ვეომეთ არაბებს..
ვეომეთ ბიზანტიელებს..
ვეომეთ თურქებს..
ვეომეთ მონღოლებს..
..და გადავრჩით.
გადავრჩით იმიტომ, რომ დამპყრობელიც კი პატივს გვცემდა.
ჩვენ რომ ბრძოლა შეგვეწყვიტა, დღემდე ვერ მოვაღწევდით.. ისტორია აქა-იქ შემოინახავდა ცნობებს იმის შესახებ, რომ ოდესღაც ამ მიწებზე კოლხები და იბერიელები სახლობდნენ..
ბირთვისის ციხის 150 დამცველი ორი კვირის მანძილზე აკავებდა თემურ ლენგის მსოფლიოს წამლეკავ ურიცხვ ლაშქარს. მათ ეჭვადაც არ უკითხავთ “აბა ამოდენა მტერს ვეომოთ?”..
მონობაში სიცოცხლეს სიკვდილი არჩიეს. დაიხოცნენ, მაგრამ ერთი კაშკაშა აგური დადეს იმ ისტორიულ-ტრადიციული მემკვიდრეობის მშენებლობაში, რის გამოც ქართველობა გვეამაყება.
კი ბატონო – ნუ გამოვიწვევთ..
მაგრამ..
თუ ქართველი ერის დაჩოქებას გადაწყვეტს, არცერთი ქართველი ისე არ უნდა წავიდეს ამქვეყნიურიდან, რომ მტერს ხელი არ გაუქნიოს!
ეროვნული იდენტობის კრიზისმა გაგვთიშა, გაგვათითოკაცა. ბევრს მტრის მსახურება ჰგონია ქვეყნის სიყვარული..
პატრიოტიზმიც და სამშობლოს სიყვარულიც არის მზაობა სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოლო მისი თავისუფლებისთვის, მთლიანობისთვის და სუვერენიტეტისთვის!
იარაღით, კალმით, ჰუმანიტარული თანადგომით, ტრიბუნიდან თუ შრომით – ვისაც როგორ შეუძლია.
ვის ან რის იმედად?
იმის იმედად, რომ მომავალ თაობას არასოდეს შერცხვება ჩვენი თაობის გამო…
…
ომის დაწყებიდან ჯერ მხოლოდ 3 დღეა გასული და უკვე დღესავით ნათელია, რომ რუსეთი განწირულია მარცხისთვის!
რაც უფრო მძიმე იქნება რუსეთის მარცხი, მით უფრო რეალური იქნება ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივაც. სწორედ ეს უნდა გახდეს რუსეთის იზოლაციიდან თავის დაღწევის ერთ-ერთი პირობა.
უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია.”
კომენტარები