• რეკლამა
  • კონტაქტი
12:15, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა ძალიან კრიტიკული დასკვნა იმ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” მიიღო“ – გოგა ხატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:19 03-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
332

იურისტი გოგა ხატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა ძალიან კრიტიკული დასკვნა იმ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” მიიღო.
📍 ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა დაადგინა მთელი რიგი შეზღუდვები და აკრძალვები, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, მათ შორის, შეკრების თავისუფლებაზე. ასევე, მთელი რიგი დებულებები შეიცავს უამრავ ბუნდოვან და ფართო ტერმინებს, რომელიც ხელისუფლებას ანიჭებს ფართო დისკრეციას, რაც ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის კრიტერიუმს. საკანონმდებლო ჩარჩოში სიცხადის ნაკლებობა ზრდის ბოროტად გამოყენების რისკს.
📍 კანონები მიღებულ იქნა ნაჩქარევად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე. შესაბამისად, კანონშემოქმედებითი პროცესი იყო ფუნდამენტურად ხარვეზიანი.
📍 კომისიის შეფასებით, ადმინისტრაციული ჯარიმები საკმაოდ მაღალია და მას აქვს გამყინავი ეფექტი მათზე, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს ან მოაწყოს საჯარო შეკრებები, რაც არის მშვიდობიანი შეკრების უფლების არაპროპორციული შეზღუდვა. ფინანსური ჯარიმები უნდა იყოს სამართალდარღვევის პროპორციული და გათვალისწინებული იყოს დამრღვევის სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტი. მცირე არაძალადობრივი ადმინისტრაციული დარღვევების შემთხვევაში, შეკრების მონაწილეების ან ორგანიზატორების მიმართ რაიმე სანქციის დაწესება შეიძლება მიზანშეწონილი არ იყოს.
📍 კომისიის შეფასებით, შეკრებებზე სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. ამიტომ, მშვიდობიან შეკრებაზე არ უნდა აიკრძალოს ნიღბის ტარება, როდესაც არ არსებობს გარდაუვალი ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ვენეციის კომისია, ასევე აღნიშნავს, რომ კანონი ფართოდ არის ფორმულირებული, რაც ადამიანებს გაურკვევლობას უტოვებს, თუ რა არის აკრძალული. ის შეიძლება მოიცავდეს ისეთ ნივთებს, როგორიცაა შარფები, ქუდები ან სამედიცინო სახის ნიღბები, რაც იწვევს დაბნეულობას როგორც საზოგადოებაში, ასევე სამართალდამცავ ორგანოებში. შესაბამისად, აღნიშნული წესი სამართალდამცავ ორგანოებს ანიჭებს გადაჭარბებულ დისკრეციას, ამიტომ ის უნდა შეიცვალოს.
📍 კომისიის შეფასებით, ლაზერის გამოყენების აკრძალვა საკმაოდ ფართო დისკრეციას აძლევს ხელისუფლებას, თავად განსაზღვროს, თუ რა წარმოადგენს ლაზერულ მოწყობილობას.
შესაბამისად, ვენეციის კომისია კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს „ქართულ ოცნებას” და მოუწოდებს, რომ გადახედოს არსებულ კანონმდებლობას”
თეგები: გოგა ხატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved