პოლიტიკოსი სოფო ხორგუანი ქართული ოცნების დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. როგორც ხორგუანი თავის სტატუსსში წერს, ფაქტის ამსახველ ვიდეო-მასალას გამოააშკარავებს. “ამასობაში, ირაკლი კობახიძის ქართული ოცნება / Georgian Dream ენაზედ რომ ვთქვა, მოგვაწოდეს ინფორმაცია, პარლამენტის მოქმედი დეპუტატი ვიქტორ(ვიტია) ჯაფარიძე სვანეთში დამქაშებთან ერთად საარჩევნო მოსყიდვებს ჩვეულებრისამებრ მიეშურა. არიგებს 300-300 ლარს საარჩევნო ხმის სანაცვლოდ და ხატზე დაფიცებასაც ითხოვს. ველოდებით ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს. კინო ახლა იწყება”, – წერს სოფო ხორგუანი სოციალურ ქსელში.
კომენტარები