• რეკლამა
  • კონტაქტი
20:20, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ველოდებით ოფიციალურ განცხადებას!” – რა ხდება ციხეებში და რატომ არ აკეთებს უწყება განცხადებას?

ალია ავტორი - ალია
15:43 08-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

გუშინ, ადვოკატმა ნათია ჩხეტიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ციხეში, მათ შორის, “გეგუთის” ციხეში, პატიმრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

პენიტენციურმა სამსახურმა მხოლოდ დღეს დაადასტურა ფაქტი “გეგუთის” ციხეზე, ერთ-ერთ მედიასთან და განაცხადა, რომ N14 (გეგუთის) პენიტენციური დაწესებულების რვა მსჯავრდებულს კოვიდ-19 დაუდასტურდა და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

უწყებას ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი წერს:

“ველოდებით ოფიციალურ განცხადებას, რომელ დაწესებულებაში რამდენი შემთხვევა დადასტურდა კორონავირუსული ინფექციის და რა ზომების მიღებას აპირებთ ქრონუკულად დაავადებული მსჯავრდებულების დასაცავად, რომელიც ყველაზე მოწყვლად ფენას წარმოადგენს ახალ შტამთან მიმართებაში.

თქვენ ხართ ვალდებული ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოთ საზოგადოებას, მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ეს არის არა უფლება, არამედ ვალდებულება დადგენილი ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით.”

უფლებადამცველების თქმით,  ქუთაისის #2 ციხეში 14  დაინფიცირებული პატიმრის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ის თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადვოკატები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა დადასტურდა.

“გეგუთის შემთხვევაში, ნამდვილად დაფიქსირდა თავდაპირველად ერთი შემთხვევა. საკარანტინე სივრციდან გადაყვანილი პირი გაიტესტა რამდენჯერმე, თუმცა ორი ტესტირების შედეგად პასუხი არ დადასტურდა და მხოლოდ მესამე ტესტირების შემდეგ მოხდა დიაგნოზის დადასტურება და ის თანამესაკნეებთან ერთად უსიმპტომოა. ყველა გადაყვანილია სამოქალაქო სექტორის შესაბამის სივრცეში”,- ამბობს გაბუნია. 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გეგუთის გარდა, სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის არსებობა არ დადასტურებულა. 

“ქუთაისლებო, მობილიზდით! მე-2 და მე-14 დაწესებულებებში დადასტურდა კოვიდი” – ადვოკატის წერილი
თეგები: ნათია ჩხეტიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved