• რეკლამა
  • კონტაქტი
20:51, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვეღარ გადაადგილდება” – ციხეში ნინო დათაშვილის მდგომარეობა დამძიმდა

ალია ავტორი - ალია
13:29 07-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
145

ნინო დათაშვილს მედიკოსების დახმარება და მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა სჭირდება.  ადვოკატის ინფორმაციით, დაპატიმრებული მასწავლებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

დამირეკა ნინომ საპატიმროდან და მითხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ხერხემლის პრობლემა აქვს ნინოს და ამ წუთას, როგორც მითხრა, პრობლემის გამო ერთი ფეხი აქვს გაშეშებული, ვერ ახერხებს გადაადგილებას და ითხოვს ექიმს უკვე რამდენი ხანია ითხოვს, რომ მასთან შევიდეს ექიმი. 

მისი მკურნალი ექიმი, ნევროლოგი, რომელთანაც ის მუდმივად გადიოდა კონსულტაციებს, უნდა რომ მან გაუწიოს ისევ კონსულტაცია, ან იმ კლინიკამ რომელშიც მკურნალობდა ხოლმე.
სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს წერილით ნინოს ადვოკატებმა,” – განაცხადა ნინო დათაშვილის ახლობელმა. 

ადვოკატის განცხადებით, სასამართლოსა და პროკურატურას დაკავების დროს უკვე ჰქონდათ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია, თუმცა არ გაითვალისწინეს.

“ნინო, დაკავების პროცესში უკვე ცნობილი იყო პროკურატურისთვისაც და სასამართლოსთვისაც, რომელმაც შეუფარდა პატიმრობა, რომ ნინოს ჰქონდა ჯანმრთელობის საჭიროებები, სჭირდებოდა გადაუდებელი კვლევები, მას ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული ხერხემალზე, კვლავ ჰქონდა ქირურგიული ჩარევის საჭიროება. ეს ყველაფერი ჩვენ გავაჟღერეთ სამედიცინო მტკიცებულებებით, დადასტურებულად სასამართლო პროცესზე, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს, როდესაც ნინოს უფარდებდა პატიმრობას. 

სააპელაციოში როდესაც გავასაჩივრეთ სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობა, ვუთითებდით, რომ ციხის პირობებში ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდებოდა, რადგან, ბუნებრივია, რომ როცა ადამიანს აქვს ჯანმრთელობის საჭიროება და არ ეწოდება შესაბამისი სერვისი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება,” – განაცხადა ადვოკატმა. 

ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლება ნინო დათაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში ორჯერ მოინახულეს. მათი ინფორმაციით, პენიტენციურის სამედიცინო განყოფილება, შსს და პროკურატურა საქმის კურსში არიან, თუმცა, უცნობია რა რეაგირება მოჰყვა მათ გაფრთხილებას.

📢 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნინო დათაშვილი მოინახულეს.
✅ შეხვედრისას ნინო დათაშვილმა რწმუნებულებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, რის შესახებაც, სახალხო დამცველის აპარატმა, რეაგირების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს მიმართა.
✅ აღსანიშნავია, რომ ნინო დათაშვილმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს 11 ივლისს მოსთხოვა, მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ გამხდარიყო საჯარო. შესაბამისად, აპარატს არ გაუსაჯაროებია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
✅ სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობის ზედამხედველობას და ყველა ზომას მიიღებს, რათა დაიცვას მისი უფლებები კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, – წერს სახალხო დამცველის აპარატი. 

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი  20 ივნისს დააკავეს. მასწავლებელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას ედავებიან, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved