• რეკლამა
  • კონტაქტი
08:22, ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვდებ ყოფილი პრეზიდენტის სექსუალური ჰარასმენტის ნებაყოფლობით თუ ძალადობის მსხვერპლთა ფოტოებს” – იუნა შაფათავა

ალია ავტორი - ალია
12:42 10-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

ბოლო დღეებში სოცილურ ქსელში მოდელ ალექსანდრა პაიჭაძის და მასზე 20 წლით დიდი დავით კოდუას სიყვარულის ისტორიას განიხილავენ, ამ ფაქტს აშშ-ში მხცოვრები ქართველი მსახიუბი იუნა შაფათავა ეხამაურება და წერს, რომ სიყვარული საჯაროდ განსახილველი თემა არაა.

“მოკლედ, 2 სიტყვის თქმა მსურს, რადგან არ მომწონს რა ხდება, ქართული სიბნელე უკუნითია და უსასრულო.
კი, მე ის ქალი ვარ, რომელიც ვდებ ყოფილი პრეზიდენტის სექსუალური ჰარასმენტის ნებაყოფლობით თუ ძალადობის მსხვერპლთა ფოტოებს- ხაზს ვუსვამ 2 მომენტს, რადგან საქართველოს ჩამორჩენილობა დაეწიოს იდეას:

1. ქვეყნის პირველი პირი და საჯარო პირები, უნდა იყვნენ ყურადღებით, თავისი სექსუალური ცხოვრების გასაჯაროებისგან, რასაც, სამწუხაროდ, ამჟამად გამოძიების პროცესში და დილეგში მყოფი ექს პრეზიდენტი არ ითვალისწინებდა, მიუხედავად თავისი ოჯახური სტატუსისა, ჰყავდა მეუღლე და შვილები; და უამრავი “საყვარელი”, რის აფიშირებაც ხდებოდა და ქვეყნის და კერძოდ ჩინოვნიკთა მორალურ ქცევაზე დაუყოვნებლივ აისახა; ასევე, კარიერული წინსვლის სანაცვლოდ ქალის ლოგინში ჩათრევა არის დანაშაული; ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი: ქალის ზნეობრივი დაცემა კაცის ბრალია, დამნაშავეა კაცი, ყველა შემთხვევაში!

2. ყველა ქალი, მაღალჩინოსანთან სექსუალური კონტაქტის დროს, განიხილება, როგორც სექსუალური ძალადობის და ძალაუფლების გადაჭარბების მსხვერპლი; ეს არის აქსიომა.
მაგრამ: არსებობს გამონაკლისები, რომელშიც კანონი ვერ ჩაერევა, თუ ადამიანს შეუყვარდა სხვა ადამიანი და ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტა. აირჩია ბედნიერება.
სიყვარული არ სცნობს კანონებს. პრინცმა ჩარლზმა ასეთი ქცევის გამო დიანა დაკარგა და უარი თქვა სამეფო ტახტზე, შეუფერებელია ოფიციალური საყვარლის ყოლა, როცა ხარ საჯარო პირი, მითუმეტეს პირველი.
რაც შეეხება ბავშვებს.
ეს თემა ხელშეუხებელია.
არასოდეს, არავის აქვს უფლება, ბავშვებზე ილაპარაკოს და განიხილოს, ბავშვის სტატუსი. ხელშეუხებელია. ბავშვს ყოველთვის ყავს დედა და მამა, ოჯახის სტატუსი არავისი საქმე არაა.

კიდევ ერთხელ: ეს არ ეხება საჯარო პირის აღვირახსნილობას, პასუხისმგებლობას არ უხსნის, პირიქით, უმატებს.
წინასწარ ვიხდი ბოდიშს ქვემოთ სახელების დაწერის გამო, მაგრამ იძულებული ვარ ეს გავაკეთო, პატარა გოგოს დასაცავად:
ულამაზესი ალექსანდრას ცხოვრება მისი პირადია. უდაოდ, ერთ ერთი ყველაზე ლამაზი ქალია დღევანდელ საქართველოში.
და მას არ აქვს რომანი საჯარო პირთან.
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება; ადამიანები ქორწინდებიან, ცხოვრობენ ერთად, ყავთ ბავშვები და ადამიანები შორდებიან ერთმანეთს.
ამას “ოჯახის დანგრევა” ჰქვია ქართულად.
მაგრამ სინამდვილეში, ოჯახს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აქვს არსებობის ციკლი და ვადა.
ძალით არავინ არავისთან რჩება. ეს ცხოვრებაა.

კი, ეს მე დავდე კოდუა ჩინოვნიკის ფოტო საყვარელ ქალთან, მაგრამ უს ჩინოვნიკია და მაგალითად დავდე, მიშას მთავრობის “მორალის” საჩვენებლად. აქვე სამართლიანობისთვის ვიტყვი, ოცნების მთავრობა ერთმანეთში ჩახლართული სექსუალური ურთიეეთობებით არანაკლებ სცოდავს.
მაგრამ ახლა სხვა რამეზე ვწერ:
არ შეიძლება ახალგაზრდა ლამაზი ფეხმძიმე გოგოს საყოველთაო ბულინგი. მითუმეტეს მისი რჩეული, თუგინდ ცნობილი კაცი, არ არის საჯარო პირი. არავის აქვს უფლება საჯაროდ მათი პირადის გარჩევის.
მე ეს დაუშვებლად მიმაჩნია.

არავინ არავის არ ართმევს.
სიყვარული კანონებს არ ექვემდებარება და ანნა კარენინას დრო მორჩა, როცა ქალს რიყავდნენ საზოგადოებიდან მისი პირადი ცხოვრების გამო !!!!
ყველა ქალს აქვს ბედნიერების უფლება და თითოეული იბრძვის ამისთვის, როგორც შეუძლია!
კი, ვიცი სქრინების და ჭორების ამბავი და არ მაინტერესებს.
ეძიეთ ბედნიერება, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად და იბრძოლეთ თქვენი ბედნიერებისთვის!
ოთარაანთ ქვრივი მაინც გაიხსენეთ, გიორგიზე რომ
ამბობს: მიდის, თითქოს თოკით ექაჩებიან!!!

მე ბედნიერებას ვუსურვებ ალექსანდრას და ყველა ქალს, ვისაც უყვარს, უყვარდა და სიყვარულის შედეგად სიყვარულის ჯილდო- შვილი ყავს!!!
კი, მე არ მომწონს მიშას აღვირახსნილობა და სექსი რომ
ჰქონდა ყველა ტუალეტში და ქალთა ჩაგვრა მათი იმედით, რომ კარიერას აიწყობდა, საპატიოდ ითვლებოდა!
ჩემი, როგორც ქალთა ადვოკატის ვალია, დავგმო ასეთი უპასუხისმგებლო ქცევა, მაგრამ არასოდეს, არავის არ მივცემ უფლებას, ჩემი თანდასწრებით ვინმეს შვილებზე ცუდი ილაპარაკოს ან დაღი -სიტყვები მიაშვიროს, ქალს.
განაცალკევეთ ვიწრო ხედვა რეალური ობიექტური სურათისგან.
ჩემი ბებია ბაბუა და დედმამა მთელი ცხოვრება ერთად არიან. ამან არანაირი ზეგწვლენა არ მახდინა ჩემზე და მე ავირჩიე აბსოლუტურად თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრება, რასაც სხვები “მარტოობას” უწოდებენ. მაგრამ ეს ჩემი არჩევანია.
მე სიყვარულის ძალიან დიდ სურათს ვხედავ და მასში არ არის გათვალისწინებული სხვა ქალების სიყვარულის და მითუმეტეს შვილების საჯარო განხილვა.
ჩემს ირგვლივ, სიყვარულს პატივს სცემენ.

არავინ იცის, რამდენ ხანს გრძელდება სიყვარულის ეიფორია. 1 დღე, 1 კვირა, 1 წელი თუ მთელი ცხოვრება. ნუ უფუჭებთ ადამიანებს ბედნიერების მომენტებს.
შეინახეთ თქვენთვის, საკუთარი აზრი და საკუთარ ცხოვრებას მიხედეთ.
სულ ეს მინდოდა მეთქვა.

ბედნიერებას ვუსურვებ ალექსანდრას და ყველა ქალს, საკუთარ არჩევანში
პს შევეცდები კომენტარების ფუნქცია ჩავხსნა. აზრი არ მაინტერესებს არავისი. იმედია ოდესღაც ფეისბუქუც დააყენებს ამ ფუნქციას. იქამდე გთხოვთ, ვიწრო ხედვას ნუ მახვევთ, მადლობა”, – წერს მსახიობი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

15:53 11-18-2025
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება

11:46 11-18-2025
Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება

10:42 11-18-2025
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
ახალი ამბები

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში

17:19 11-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved