• რეკლამა
  • კონტაქტი
21:53, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვაცხადებ მშრალ შიმშილობას“ – ბაჩუკი ქარდავა

ალია ავტორი - ალია
23:45 11-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

ბაჩუკი ქარდავა, რომელიც მეხუთე დღეა, 9 ოპოზიციონერთან ერთად პარლამენტში შიმშილობს, დღეიდან უკიდურეს ფორმაზე გადადის:

„ვაცხადებ მშრალ შიმშილობას და შევეცდები განვმარტო ჩემი გადაწყვეტილების მიზეზიც და მიზანიც.

დავიწყოთ იმით, რომ გულწრფელად ვიტყვი, მქონდა ყოველგვარი სისაძაგლის მოლოდინი ყველაფრისმკადრებელი, შიშით და ბოღმით გონებადაბნელებული ივანიშვილის რეჟიმისგან.

მაგრამ ის, რაც დღეს პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ, რომ ძალიან რეალისტური გახდა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ცოცხალი აღარ ყოფილიყო, წამიერად ერთმანეთში აირია უამრავი გრძნობა – ტკივილი და სიბრალული უბრალოდ ადამიანის მოკვდინების გამო, სირცხვილი იმისა, რომ ეს ადამიანი შესაძლოა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ასოცირებული ქცეყნის მესამე პრეზიდენტი ყოფილიყო, და გადაულახავი ბრაზი, სისხლჩამნთხეული, თაობებშეწირული სახელმწიფოებროიბის დაკარგვის საფრთხის გამო.

და ამ დროს, ის ადამიანები, რომლებიც სულ რამდენიმე საათის წინ ამტიცებდნენ გლდანის ციხის უალტერნატივობას, კამერების წინ, ურცხვად სხვაზე გადაბარალებასა და ხელისშეწმენდაში ერთმანეთს ეცილებოდნენ.

აი, ასეთ მდაიბიო ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე…

ამიტომაც ვფიქრობ, დრო ძალიან ცოტაა … ყველას, ვისთვისაც ფასდაუდებელია ადამიანის სიცოცხლე და ვისაც გვადარდებს ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე, ვისაც არ გვინდა, რომ ეს ქვეყანა იქცეს მომავლის არმქონე ტერიტორიად, მხოლოდ თითოეული ჩვენგანის უკომპრომისო გადაწყვეტილებებით შეგვიძლია განვდევნოთ პოლიტიკიდან ეს რეჟიმი, როგორც ამ ქვეყნის ჭირი და ისტორიას ჩავაბაროთ.

სრულიად გამართლებული პოლიტიკური და ჰუმანური აქტი იყო პროტესტის ფორმა – შიმშილობა, რომელიც ხუთი დღის წინ გამოვცახადეთ. ამ პოლიტიკურმა აქტმა ჯაჭვურად წარმოშვა პროტესტი რეგიონებში. მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე, ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო დავამძიმო პროტესტის უკიდურესი ფორმა და მივმართე მშრალ შიმშილობას.

ცხადია ისიც მესმის, რომ კედლის მიღმა დარბაზში მსხდომებს შესაძლოა სრულიადაც არ ადარდებდეთ ჩემი ეს გადაწყვეტილება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკაში არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთის მხრივ ინდივიდუალური, შინაგანი ნებაა და მეორეს მხრივ, ასეთი გადაწყვეტილებების ძალა არის ის, რომ ვახსენებთ ხელისუფლებას – ჩვენ ყველაფერზე წამსვლელები ვართ, როცა სასწორზე ქვეყნის ინტერესები დევს.

შესაძლოა, თავისი არსით, მშრალი შიმშილობა ძალიან მოკლეა , მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ ასევე ძალიან ცოტა დროა აქვს ქვენის მესამე პრეზიდენტს.

მოთხოვნა იგივე რჩება :

შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მცდელობა და გადაყვანილ იქნებს მრავალპროფილურ კლინიკაში.

პირდადა მე, ვრჩები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, იქ, სადაც ჩემს კოლეგებთან ერთად დავიწყე შიმშილობა. ეს არ არის მსხვერპლშეწირვა, ან სუიციდი… ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ის ფორმა, რომლისაც ამ რეჟიმის შემომქმედს უნდა ეშინოდეს.“

თეგები: ბაჩუკი ქარდავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved