ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალის ტერიტორიაზე ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ცეცხლის კერა რთულად მისადგომ ტყის მასივშია და სპეციტექნიკის გამოყენება ვერ ხერხდება.
რეინჯერების და დედოფლისწყაროს მეხანძრე-მაშველებისგან შემდგარი ოცდაათკაციანი ჯგუფი, სამი კილომეტრის დაშორებით ადგილამდე ფეხით მივიდა და ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი ფართო მასშტაბზე ვრცელდება, რისთვისაც ადგილზე დამატებითი ძალებია გამოძახებული.
კომენტარები