• რეკლამა
  • კონტაქტი
06:44, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეწყდეს ვაშლიჯვარში კორპუსების მშენებლობა!” – ვაშლიჯვრის მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
14:46 03-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

ვაშლიჯვრის მოსახლეობა მოითხოვს, მორატორიუმი გამოცხადდეს ვაშლიჯვარში კორპუსების მშენებლობაზე, ასევე, შეიქმნას დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი მეწყრის საშიშროების შესასწავლად, – ამის შესახებ მოსახლეობის განცხადებაშია აღნიშნული.

„ვაშლიჯვრის მოსახლეობა მოვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ, თბილისის მერიამ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოაცხადონ მორატორიუმი ვაშლიჯვრის უბანში ნებისმიერი ტიპის კორპუსების მშენებლობაზე: არ გაიცეს არცერთი ახალი სამშენებლო ნებართვა და შეჩერდეს განხილვაში მყოფი ყველა პროცესი, რომელიც ვაშლიჯვარში მშენებლობებს ეხება. ასევე, მოვითხოვთ, სასწრაფოდ გაუწიონ კოორდინაცია დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ქართველი და საერთაშორისო დამოუკიდებელი გეოლოგები და სხვა საჭირო სფეროს ექსპერტები (და არა სამთავრობო სფეროში დასაქმებული გეოლოგები, რომლებსაც, როგორც დავინახეთ, ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშ დასკვნებზე აქვთ ხელი მოწერილი) და ვაშლიჯვრის მოსახლეობის წარმომადგენლები“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მოსახლეობის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მნიშვნელოვანია, საჯარო იყოს ამ ჯგუფის წევრების ვინაობა და მათ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამოიკვლიონ ლისის ქედი.

„ჩვენ ხაზგასმით მოვითხოვთ, გამოკვლეული იყოს როგორც დაზიანებული ფერდი, ასევე მთის სრული ნაწილი და არა მხოლოდ ის ადგილი, რომელზეც უკვე აღმოჩენილია ნაპრალები. აღნიშნული პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ღია და მოსახლეობას რეგულარულად მიეწოდებოდეს თითოეულ ნაბიჯზე ინფორმაცია. ამ პროცესის აუცილებელ ნაწილად მიგვაჩნია სპეციალურ ჯგუფში მოსახლეობის ჩართულობა, ისევე როგორც მოვითხოვთ კვლევების შედეგების საჯარო განხილვებს. რაც შეეხება დაზიანებულ ფერდს, რომელზეც არის ნაპრალები, მოვითხოვთ, ზემოაღნიშნული ექსპერტთა ჯგუფის დახმარებით, სასწრაფოდ, თანამედროვე სტანდარტებით, გამოკვლეულ იქნას ფერდის სტაბილურობა და მასზე დამონტაჟდეს მონიტორინგის სისტემები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში დააკვირდება ფერდზე მიმდინარე პროცესებს. ხოლო მერიამ აწარმოოს ლისის ქედის 24-საათიანი მონიტორინგი, რომლის შესახებაც მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში მოგვაწვდის ინფორმაციას“ – წერია განცხადებაში.

ამასთან, მოსახლეობა მოითხოვს, შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ დასრულდება და გასაჯაროვდება ექსპერტიზის პასუხები, რომლებიც დაადასტურებს იქ პროცესის გაგრძელების უსაფრთხოებას.

„ვაშლიჯვრის მოსახლეობის კიდევ ერთი მოთხოვნაა, კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი. რამდენიმე დღეა, ვაშლიჯვრის მთლიანი მოსახლეობა ენით აღუწერელ შიშში ვცხოვრობთ, ლისის ქედზე აღმოჩენილი საგანგაშო მეწყრის გამო. მოსახლეობას არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის საშიშროება რომელ უბნებსა და ქუჩებს ემუქრება ვაშლიჯვარში და თუ არ ემუქრება – რა დასკვნებზე დაყრდნობით. მერიის მიერ პირველ დღებში გავრცელებული ინფორმაცია რომ „გერმანელი ექსპერტები ჩამოდიან“ არის უკიდურესად ზოგადი და ის არ შეიცავს შიშის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის დამაიმედებელ ან რაიმე მიმართულების მომცემ ინფორმაციას. ჩვენ ვითხოვთ პროცესის მაქსიმალურად გასაჯაროვებას, საფრთხის კომპეტენტურ ანალიზს, ყოველდღიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ინფორმაციის გაცვლას ამ პრობლემაზე პასუხისმგებელ პირებთან“ – აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტის დასასრულს, პუნქტების მიხედვითაა გაწერილი, თუ რას მოითხოვს მოსახლეობა:

1. გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა;

2. დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები;

3. მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს მონიტორინგის სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია;

4. შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს;

5. შეისწავლონ და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.

გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved