• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაშლიჯვარში, კორპუსი, რომელშიც 53 ოჯახი ცხოვრობდა ექსპერტიზის დასკვნით, ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია – მერია

ალია ავტორი - ალია
11:34 06-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
194

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, თბილისში, ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებული კორპუსი, რომელშიც 53 ოჯახი ცხოვრობდა, ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია და საჭიროა მთელი რიგი სამუშაოების ჩატარება, რომ ის საცხოვრებლად უსაფრთხო იყოს. ამ თემაზე თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახი კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მობინადრეების დროებით საცხოვრებლებში გადაყვანა და ქირით კომპენსაცია მიმდინარეობს.

მუნიციპალურ ინსპექციას საქმის წარმოება აქვს დაწყებული.

“ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე, დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში საყრდენ კონსტრუქციებს გაუჩნდა ბზარები. არის პრობლემური შენობა-ნაგებობა. საბურთალოს გამგეობამ უსაფრთხოების მიზნით პირველივე დღესვე უზრუნველყო მოსახლეობის ევაკუაცია, გამოყვანა და 53 ოჯახი გადაიყვანა სასტუმროში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობის დროებით საცხოვრებლებში გადაყვანა და ქირით კომპენსაცია, უზრუნველყოფა. […] სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შევუკვეთეთ კვლევა დაჩქარებული წესით და მოვიდა უკვე დასკვნა, რომ კორპუსი ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია, საჭიროა მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, სამუშაოების ჩატარება, რომ კორპუსი იყოს უსაფრთხო”, – თქვა კალაძემ.

კალაძის თქმით, სამშენებლო სუბიექტს დაევალა კვლევების და პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, თუ რა უნდა გაკეთდეს პირველ ეტაპზე და შემდეგ იმისთვის, რომ კორპუსი უსაფრთხო იყოს საცხოვრებლად.

მერიის ცნობით, შპს “თორიზე” მშენებლობის ნებართვა 2016 წლის 12 იანვარს გაიცა, მშენებლობის დასრულების ვადად მას 2018 წლის 25 იანვარი ჰქონდა განსაზღვრული.

“მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდა მობინადრეების შესახლება ისე, რომ კომპანიას შენობის ექსპლუატაციაში მიღებაზე მერიისთვის არ მოუმართავს. აღნიშნული შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. იმ პერიოდში აღნიშნული ქმედება სამშენებლო სამართალდარღვევად არ მიიჩნეოდა, შესაბამისად, ხშირი იყო ასეთი შემთხვევები”, – თქვა კალაძემ.

ვიცე-მერს დაევალა დაიბაროს კომპანია და დაიწყოს პრობლემის მოგვარება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved