• რეკლამა
  • კონტაქტი
19:44, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაშინგტონში საქართველოში მიმდინარე პროცესებით იმედგაცრუება იგრძნობა – ნინო ლომჯარია

ალია ავტორი - ალია
11:37 11-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, ვაშინგტონში საქართველოში მიმდინარე პროცესებით იმედგაცრუება და დაღლა იგრძნობა. 

როგორც ომბუდსმენმა ვაშინგტონში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, მათი თხოვნა და სათქმელი ვაშინგტონში არის ის, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება. 

„აქ იგრძნობა ცოტა გადაღლა და იმედგაცრუება საქართველოში მიმდინარე პროცესებით და იმით, რომ სამწუხაროდ ამდენი წელია საქართველოში როგორც პოლიტიკურად ასევე საზოგადოებრივად ვერ დავლაგდით. მაღალია პოლარიზაცია და ქვეყანაში მუდმივი კრიზისია. 

ჩემი მთავარი თხოვნა და სათქმელი აქ არის ის, რომ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, დემოკრატიის დამცველ ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი საქმის გაკეთება და ერთობლივად ხელი შევუწყოთ დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რაც სამწუხაროდ ჩემი მოსაზრებით ბოლო წლებში არ მიდის იმ ტემპით და შეიძლება დემოკრატიის უკუსვლაზეც ვისაუბროთ“, – განაცხადა ლომჯარიამ. 

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხს, ომბუდსმენი ამბობს, რომ აშშ-ში სააკაშვილის საქმის გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილეს.

„მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო განვითარებული მოვლენები განვიხილეთ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთი განცხადება გააკეთა და პირდაპირ მიუთითა სახალხო დამცველის განცხადებებზე და უთხრა მთავრობას, რომ ემოქმედათ სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებით. 

სწორედ ამ კონტექსტში ვისაუბრეთ. მადლობა გადავუხადე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს დღევანდელ შეხვედრაზე იმ იმ ძალიან მკაფიო და არაორაზროვანი მხარდაჭერისთვის, რაც მათ აღმოუჩინეს სახალხო დამცველის ოფისს ამ კრიტიკულ დღეებში. 

აღვნიშნე რომ არა მათი ასეთი ღია მხარდაჭერა სახალხო დამცველის პოზიციონირების ჩვენ შეიძლება დღეს ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით როგორც ქვეყანა და საზოგადოება“, – დასძინა ნინო ლომჯარიამ. 

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved