• რეკლამა
  • კონტაქტი
12:14, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვაშინგტონიდან დაურეკეს შევარდნაძეს, შევარდნაძემ დაურეკა ჟვანიას, ჟვანიამ კი მე შემომითვალა…” – რას წერდა კობა დავითაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:46 12-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

კობა დავითაშვილი  „ფეისბუქზე“ ყოველთვის აქტიურობით გამოირჩეოდა და არაერთ საინტერესო ამბავს წერდა. მათ შორისაა მიმდინარე წლის 26 მაისს დაწერილი ამბავიც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

1996 წელს პარლამენტის აპარატში ვმუშაობდი სამართლებრივი აქტების ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების უფროსად. რეგლამენტის თანახმად ვერც ერთი პროექტი პლემარულ სხდომაზე ვერ გადიოდა ჩვენი განყოფილების დასკვნის გარეშე, რომ აღნიშნული დოკუმენტი შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციას. პარლამენტში სარატიფიკაციოდ შემოვიდა საქართველოსა და საერთაშორისო ნავთობკორპორაციას შორის დადებული ხელშეკრულება ბაქო-ფოთის ნავთობსადენის მშენებლობაზე, რომელშიც ეწერა, რომ ,,თუ ეს ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მაშინ მოქმედებს …ხელშეკრულება”.

მე აღვშფოთდი და კატეგორიული უარი განვაცხადე ასეთი სამარცხვინო დოკუმენტისთვის დადებითი დასკვნის მიცემაზე. ამერიკელმა იურისტებმა განაცხადეს, რომ ეს ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკაა და მოგვიტანეს აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის მიერ რატიფიცირებული ხელშეკრულება, რომელიც ამ ხელშეკრულებას აზერბაიჯანის კონსტიტუციაზე მაღლა აყენებდა. მე ვუპასუხე, რომ ასეთი ხელშეკრულებები ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო კოლონიურ აფრიკაში, ჩვენ სხვა თვითგანცდა გვაქვს და ვერც მეზობელი აზერბაიჯანის მაგალითით ვიხელმძღვანელებთ.

ამერკელები წავიდნენ და ვაშინგტონში დარეკეს, ვაშინგტონიდან დაურეკეს შევარდნაძეს, შევარდნაძემ დაურეკა ჟვანიას, ჟვანიამ კი მე შემომითვალა, მოაწერეო ფირმანს ხელი. მე ვირზე შევჯექი და არ მოვაწერე, ამერიკელ იურისტებს კი დავემუქრე, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციაში გიჩივლებთ ეთიკის ნორმების დარღვევისა და დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყნისათვის კოლონიური ხელშეკრულების თავსმოხვევისთვის-თქო.

გაკვირვებული მიყურებდნენ 10 000 დოლარიან კოსტუმებში გამოწყობილები უბრალო ქურთუკში გამოწყობილ ბოლომდე წვერგაუპარსავ ბიჭს. ისევ წავიდნენ და ვაშინგტონს აცნობეს, დავითაშვილი ხელს არ აწერსო, ვაშინგტონიდან ისევ დაურეკეს შევარდნაძეს. იმან კვლავ ჟვანიას და ა.შ. მოკლედ ჟვანიამ დაურეკა შევარდნაძეს და უთხრა, ერთი პუნქტია პრობლემა სულ და ეტყობა მართლა მიუღებელი რამ წერია, რადგან ის ბიჭი ასე ჯიუტობსო, შევარდნაძემ გადარეკა ვაშინგტონში და მეორე დღეს როცა  ამერიკელი იურისტები პარლამენტში მოვიდნენ ქურთუკებში გამოწყობილები და იმ დილით წვერგაუპარსავები (ჩათვალეს, ეს ეტყობა ადგილობრივი იურისტების ტრადიციააო), მივხვდი, რომ გავიმარჯვეთ.

უსიტყვოდ დაეთანხმნენ, რომ ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდებოდა დათქმით- ….. თუ ხელშეკრულება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მაშინ უპირატესი ძალა აქვს საქართველოს კონსტიტუციას.”

დღემდე არ მტოვებს განცდა, რომ იმ დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საქაღალდე აზია-აფრიკის უჯრიდან აღმოსავლეთ ევროპის უჯრაში გადადეს. ასე რომ,  თუ მოვინდომებთ, დამოუკიდებლობა სულაც არაა მითი, უბრალოდ მას მუდმივი დაცვა სჭირდება ხან ბრძოლის ველზე და ხან მოლაპარაკების მაგიდასთან!“ 

თეგები: კობა დავითაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved