• რეკლამა
  • კონტაქტი
13:45, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაშინგტონი იმ კომპანიებს “დაარტყამს”, რომლებიც რუსეთის სამხედრო და დაზვერვის სამსახურებს პროდუქციას აწვდის -Wall Street Journal

ალია ავტორი - ალია
13:21 03-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
570

თეთრი სახლი ტექნოლოგიურ კომპანიებზე „თავდასხმას“ გეგმავს.

ვაშინგტონი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის სამიზნე ის კომპანიებია, რომლებიც რუსეთის სამხედრო და დაზვერვის სამსახურებს პროდუქციას აწვდის. – ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ ახალი სანქციების პაკეტს მომავალ კვირას წარადგენს. როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, შეიარაღების წარმოების პროცესში რუსეთი დიდწილად დამოკიდებული იყო დასავლურ და საერთაშორისო ტექნოლოგიებზე.

სასანქციო სიაში ხვდება Серния Инжиниринг, რომელიც რუსული სპეცსამსახურებისთვის იარაღის მიწოდებით არის დაკავებული და Сертал-ი, რომელიც აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის ამზადებდა. აშშ სანქციებს დაუწესებს კიდევ 4 კომპანიას, რომელთა დახმარებითაც Серния და Сертал აწარმოებენ შესყიდვებს. შეზღუდვები შეეხება ამ კომპანიების მიერ ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორციელებას, რაც ამ კომპანიებს საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას წაართმევს.

თეთრ სახლში ასევე აცხადებენ, რომ გეგმავენ „თავდასხმას“ ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რომლებიც ხელს უწყობენ პუტინს უკრაინაში ომის წარმოებაში. მათ შორის არიან კომპანიები НИИ Вектор, რომელიც აწარმოებდა თანამგზავრებს რადიოლოკაციური დაზვერვისთვის, Микрон – რუსეთში მიკროსქემების მსხვილი მწარმოებელი, Т-Платформы, რომელიც დაკავებულია სუპერ კომპიუტერებით.

ასევე განიხილება სანქციები iGrids-ის მიმართ, რომელიც ავითარებს პროგრამულ უზრუნველყოფას ენერგოსისტემების ავტომატური მართვის სისტემებისთვის რუსეთის ფედერაციაში.

შეგახსენებთ, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 31 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved