• რეკლამა
  • კონტაქტი
01:09, შაბათი, 21 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვსაუბრობთ – კახა კუჭავა

ალია ავტორი - ალია
11:41 12-15-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

დღევანდელი განცხადებით გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვსაუბრობთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომ ვერ ეგუება სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ შეტევებსა და ლანძღვა-გინებას, მისაღები უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანას დასავლეთისკენ სწრაფვის გარდა, სხვა გზა არ აქვს.

„მათ არა თუ სტრატეგია არ გააჩნიათ, რეალურად, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტიდასავლურ ძალად ყალიბდებიან. მისი კომენტარი, რომ ის ვერ ეგუება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ შეტევებს და ლანძღვა-გინებას, მისაღები უნდა იყოს ყველა იმ ქართველისთვის ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანას არ აქვს სხვა გზა, თუ არა დასავლეთისკენ სწრაფვა. მან ეს ვერ დაინახა იმ პარტიაში, რომელსაც თავის ყოველთვის მოჰქონდა პროდასავლურ და პროევროპულ ძალად. ამ ბოლო პერიოდში რეალურად, ძალიან კარგად მოხდა მათი ლუსტრაცია, რომ წარმოადგენენ ძალიან ძლიერ ანტიდასავლურ ძალას. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. დანარჩენ დეტალებზე წლბათ თვითონ ისაუბრებს“, – განაცხადა კუჭავამ.

კითხვაზე „რა პერსპექტივა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და გრიგოლ ვაშაძეს“, კუჭავამ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყანაში პერსპექტივა დიდი ხანია არ აქვს

„ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყანაში პერსპექტივა დიდი ხანია არ აქვს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა არჩევნების შედეგად. არჩევნების შემდეგ კი კიდევ უფრო, როდესაც მათ თავიანთი რადიკალური ქმედებებით ხაზი გადაუსვეს ყველანაირ მომავალს, რომელიც მათ შეიძლება საქართველოში ჰქონდეთ. რაც შეეხება ვაშაძეს, არ ვიცი. ალბათ გამოვა და თავის გეგმებზე თვითონ ისაუბრებს. მე არ ვიცი მად რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

გრიგოლ ვაშაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ “ნაციონალური მოძრაობა”და პარტიაში დაკავებული ყველა თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved