• რეკლამა
  • კონტაქტი
13:21, ორშაბათი, 6 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვასაჯაროებთ პროტესტის 8 მონაწილის წინააღმდეგ შეკერილი საქმეების მონაწილეების გვარებს – არასამთავრობო სექტორი

ალია ავტორი - ალია
16:44 03-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
783

პროტესტის 8 მონაწილის  – ზვიად ცეცხლაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის,  გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის და ინსაფ ალიევის  წინააღმდეგ ე.წ. “ჯგუფური ძალადობის” მოტივით მიმდინარე საქმე არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებული – ამის შესახებ ის არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ, რომელმაც   საქმის მასალების 14 ტომი შეისწავლეს.

უფლებადამცველების თქმით, პროევროპული აქციების მონაწილეებს სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობის გამო, საგანგებოდ სჯიან.

  • სამ მათგანს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ბრალი ედებათ  ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა ან ხელმძღვანელობაში, რისთვისაც მათ სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
  • დანარჩენ 5 ბრალდებულს – თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, გიორგი გორგაძეს, ინსაფ ალიევს და ირაკლი მიმინოშვილს პროკურატურა ბრალს დებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 4-დან 6 წლამდე.

“სისხლის სამართლის საქმის მასალების 14 ტომის შესწავლის საფუძველზე ჩვენ მივედით დასკვნებამდე, რომ:

  • საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რომელიმე ბრალდებულის ბრალეულობას;
  • საქმეზე შეგროვებული ძირითადი მტკიცებულებები – აუდიოვიზუალური მასალა – მოპოვებულია სისხლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით და წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებებს, რომლებიც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი;
  •  არ არის სახეზე ბრალდებულებისათვის ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობა, რადგან საერთოდ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ დანაშაულის შემადგენლობის ერთი აუცილებელი ელემენტის – წინასწარ შეთანხმებული, ორგანიზებულად ჩამოყალიბებული ჯგუფის არსებობაზე მიუთითებს;
  • საქმეში ასევე არ არის სხვა აუცილებელი მტკიცებულებები, რომლებიც, ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს.
  • ბრალდებულების მიერ ვითომდაც ჩადენილი დანაშაულის მთავარ მტკიცებულებებად გამოყენებულია აუდიო/ვიდეო მასალა, რომელიც სოციალური ქსელებიდან და ინტერნეტ პორტალებიდან არის ჩამოტვირთული. ამ მასალების მოპოვების კანონიერება არ მტკიცდება, რადგან საქმეში არ არის არც შესაბამისი სასამართლო განჩინება და არც თუნდაც პროკურორის დადგენილება. ასევე უცნობია მათი თავდაპირველი წყარო. დადგენილი არ არის მათი ავთენტურობა. შესაბამისად, ყველა ეს მასალა დაუშვებელი მტკიცებულებაა, რომელსაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეყრდობა. ბრალდებულების მამხილებელი რაიმე სხვა მტკიცებულება საქმეში არ არის”- აცხადებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები. .

იურისტების თქმით, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება – არც მოწმის ჩვენება, არც აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, არც რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ბრალდებულები წინასწარ იყვნენ შეკავშირებულნი ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების განსახორციელებლად, რომ მათ ჰყავდათ ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, რომელიც გასცემდა დავალებებს და მითითებებს, რომლებსაც ჯგუფის წევრები ასრულდებდნენ, რომ მათ გაცნოებიერებული ჰქონდათ ორგანიზებული ჯგუფის მიზანი და იცოდნენ საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის განზრახვის შესახებ.

მათივე განცხადებით, მეტიც, ერთი გამონაკლისის გარდა (კასრაძე-კაძელაშვილის შემთხვევა) ბრალდებულები ერთმანეთს საერთოდ არც იცნობდნენ.

აქედან გამომდინარე, არ არსებობს „ჯგუფური ძალადობის“ შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი – ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც წინასწარ შეთანხმებით, საერთო განზრახვით, ორგანიზებულად ჩადიოდა დანაშაულს”- აღნიშნეს საგანგებო ბრიფინგზე. 

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ბრალდებულების წინააღმდეგ “შეკერილი საქმეების” მონაწილეების” გვარები გაასაჯაროეს:

მოსამართლეები

  1. თეონა ეპიტაშვილი
  2. არსენ კალატოზიშვილი
  3. ნანა შამათავა
  4. თამარ მჭედლიშვილი
  5. ირაკლი ხუსკივაძე
  6. ლელა მარიდაშვილი
  7. თამარ მახარობლიძე
  8. დავით კურტანიძე

პროკურორები

  1. შმაგი გობეჯიშვილი
  2. ნუგზარ ჭიტაძე
  3. ვაჟა თოდუა
  4. ვახტანგ ცალუღელაშვილი
  5. გიორგი მუკბანიანი

შსს-ს თანამშრომლები

  1. არსენ ხუნაშვილი
  2. დავით ქებურია
  3. დავით ქურდოვანიძე
  4. გიორგი ჯიქია
  5. მალხაზ შაშვიაშილი
  6. შალვა ჯახუა
  7. ლევან ბასილაძე
  8. გიორგი მაჭარაშვილი
  9. გენადი იოსებაშვილი
  10. ლევან ნიჟარაძე
  11. დავით ქიტიაშვილი
  12. ნიკა აბაკელია
  13. ზურაბ ჯღარკავა
  14. მიხეილ მჭედლიშვილი
  15. გელა გულორდავა
  16. ივანე ფირესაშვილი
  17. ერეკლე მეტრეველი
  18. კონსტანტინე კერესელიძე
  19. ნანა ჯინჯიხაძე
  20. გიორგი მხეიძე
  21. ლაშა გერლიანი
  22. გიორგი მოლაშხია
  23. ვალერიან თაბუკაშვილი
  24. ზვიად გოშაძე
  25. ბაქარ გლუნჩაძე
  26. ვახტანგ დაბრუნდაშვილი
  27. ეკა ზაალიშვილი
  28. ირაკლი გველესიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

3 კრიტერიუმი, რომელიც დღეში 100 ლარიანი სამსახურისთვის დაგჭირდება
ახალი ამბები

3 კრიტერიუმი, რომელიც დღეში 100 ლარიანი სამსახურისთვის დაგჭირდება

20:34 10-03-2025
როგორ უნდა დაგეგმო საოფისე ავეჯის გადაზიდვა და სად შეგიძლია შეარჩიო საჭირო კომპანია?
ახალი ამბები

როგორ უნდა დაგეგმო საოფისე ავეჯის გადაზიდვა და სად შეგიძლია შეარჩიო საჭირო კომპანია?

19:02 10-03-2025
„წყლის კრემაცია“ და „კუბო სოკოსგან“  – დაკრძალვის ინოვაციური რიტუალები
ახალი ამბები

„წყლის კრემაცია“ და „კუბო სოკოსგან“  – დაკრძალვის ინოვაციური რიტუალები

18:42 10-03-2025
როგორ დავაგროვოთ ფული შეკიდული ჭერის დახმარებით? – პრაქტიკული მაგალითები
ახალი ამბები

როგორ დავაგროვოთ ფული შეკიდული ჭერის დახმარებით? – პრაქტიკული მაგალითები

17:18 10-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved